თურქული პრესა 17.05.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1828125
თურქული პრესა 17.05.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ალჟირის პრეზიდენტის აბდულმეჯიდ თებუნის თანდასწრებით, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა დედაქალაქ ანკარაში, ხელი მოეწერა 15 ხელშეკრულებას სამთო, გარემოს დაცვის, განათლების, კულტურისა და თავდაცვის მრეწველობის სფეროებში, რაც გააძლიერებს ურთიერთობებს თურქეთსა და ალჟირს შორის.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ფინეთისა და შვედეთის დამოკიდებულება, რომლებსაც სურთ გახდნენ ნატო-ს წევრები, გაუგებარია და აღნიშნა: „გარდა ამისა, ჩვენ ვერ ვეტყვით „დიახ“-ს მათ, ვინც სანქციები დაგვიწესა“.

საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ტელეფონით ესაუბრა. - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. საუბრის დასრულების შემდეგ სტოლტენბერგმა განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა: „თურქეთი ძვირფასი მოკავშირეა და მისი შეშფოთება უსაფრთხოების ნებისმიერ საკითხზე უნდა აღმოიფხვრას“.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს მხარდაჭერი დემონსტრაციები გრძელდება შვედეთში, რომლის ნატო-ში გაწევრიანებას თურქეთი დადებითად არ უყურებს. გუშინ კუნგსგატანზე, დედაქალაქ სტოკჰოლმის ყველაზე ცნობილ პროსპექტზე, PKK-ს გიგანტური ჩვარი ჩამოკიდეს. დაფიქსირდა, რომ პოლიცია აქციაში არ ჩარეულა.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, თურქეთის ავიახაზების (THY) ქვებრენდმა AnadoluJet-მა სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან დაიწყო ფრენები იტალიის ქალაქ მილანის ბერგამოს აეროპორტში. ფრენები კვირაში 7 დღე შესრულდება.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები