თურქული პრესა 13.05.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1826489
თურქული პრესა 13.05.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარე თურქეთის გენერალურ საკონსულოს დაუდგენელი პირები ხელნაკეთი ბომბით თავს დაესხნენ. თავდასხმამ გენერალური საკონსულოს შენობა დააზიანა. წყაროების ცნობით, ცნობილი გახდა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-თან დაკავშირებულმა ფორმირებებმა აიღო.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა 87 სპორტსმენი გააგზავნა ტოკიო 2020-ზე, რითაც იგი პარაოლიმპიური თამაშების ისტორიაში გახდა ღონისძიება, რომელზეც ქვეყანამ ყველაზე მეტი სპორტსმენით მიიღო მონაწილეობა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ჩემპიონატებზე ბევრი მედალი მოიპოვეს და დამატა: „მჯერა, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ჩვენ ახალ რეკორდს დავამყარებთ როგორც სპორტსმენების რაოდენობით, ასევე  მოპოვებული მედლების მხრივ“.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლითაც თურქეთის მოქალაქოების მისაღებად შესაძენი უძრავი ქონების ღირებულების ლიმიტი 250 ათასი დოლარიდან 400 ათას დოლარამდე გაიზარდა, ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა. - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. გადაწყვეტილება ძალაში ერთი თვის შემდეგ შევა. რეგულაციაში შეტანილი კიდევ ერთი ცვლილებით, თურქეთის მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხოელებს, რომლებიც შეიტანენ კერძო საპენსიო სისტემაში არანაკლებ 500 ათას დოლარს ან ექვივალენტის უცხოურ ვალუტას და სისტემაში 3 წლის განმავლობაში დარჩებიან. გადაწყვეტილება დღეიდან ამოქმედდა.

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ადილ ქარაისმაილოღლუმ, განაცხადა, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ზანგეზურის სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალის ექსპლუატაციაში გაშვებით ამოქმედდება დერეფანი, რომელიც სტამბოლიდან ჩინეთამდე მივა. დერეფანი გზას გაუხსნის აზიის ქვეყნებიდან საქონლის ევროპაში დაბალ ფასად ექსპორტს და თურქული სამყაროს დაახლოებას.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, ინგლისის ბირმინგემის საუნივერსიტეტო კოლეჯში ავიაციისა და ტურიზმის განყოფილების სტუდენტებმა საგანმანათლებლო მოგზაურობისთვის უპირატესობა სტამბოლს მიანიჭეს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 60 სტუდენტი აღფრთოვანებული დარჩა სტამბოლის აეროპორტით.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები