თურქული პრესა 12.05.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1825788
თურქული პრესა 12.05.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ავსტრიაში 16 წლის წინ დახურულ სივრცეში ფეხბურთის თამაშის ამსახველი კადრები, Erdoğan Digital Media-ს ანგარიშზე გამოქვეყნდა. აღნიშნულმა კადრებმა მოკლე დროში ათიათასობით მოწონება დაიმსახურა. წინა დღეს კი ერდოღანმა პრეზიდენტის სასახლეში ყაზახეთის პრეზიდენტთან, კასიმ ჟომარტ-ტოკაევთან ერთად მაგიდის ჩოგბურთი ითამაშა. პრეზიდენტების თამაშის დროს ხალისიანი განწყობა სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში.

გაზეთი „Hürriyet“-ი ისმაილ ჩათაქლის განცხადებას უთმობს ადგილს და მადში ვკითხულობთ: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და სამინისტროს პრესსპიკერმა ისმაილ ჩათაქლიმ განაცხადა, რომ თურქეთის მხრიდან სირიის ჩრდილოეთში განხორციელებულმა ანტიტერორისტულმა ოპერაციებმა მიგრაციის ტალღის შეჩერებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ჩათაქლიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1 მილიონ 300 ათასი სირიელი დარჩა სამშობლოში „ევფრატის ფარის“ ოპერაციით, 550 ათასი ოპერაციით „ზეთისხილის რტო“, 300 ათასი „მშვიდობის წყაროს“ ოპერაციით და 4 მილიონი „გაზაფხულის ფარის“ ოპერაციით.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების (SİHA) მწარმოებელი კომპანია, Baykar–ის ტექნიკურმა მენეჯერმა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე სელჩუკ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ მათ მიერ წარმოებული SİHA-ების გაყიდვებთან დაკავშირებით ხელშეკრულებები 20-ე მეტ ქვეყანასთან უკვე გაფორმებულია.

„თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ახალ ბურღვის პროცესს იწყებს“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: „ფათიჰის“, „კანუნის“ და „იავუზის“ შემდეგ თურქეთის მეოთხე საბურღი გემი, 19 მაისს მერსინში იქნება.  აღნიშნული გემები მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ნავთობის და ბუნებრივი აირის საძიებო სამუშაოებს განახორციელებენ.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ თურქეთმა გასული წელი ტურიზმის მიმართულებით 30 მილიონი ტურისტით და 24,5 მილიარდი დოლარის შემოსავლით დაასრულა. მინისტრმა ერსოიმ განაცხადა, რომ მათ მიმდინარე წელს მიზნად, 42 მილიონი ტურისტი და 35 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაისახეს.  

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები