თურქული პრესა 28.01.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1769620
თურქული პრესა 28.01.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: გუშინ გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ესკალაცია არავის ინტერესებს არ მოჰყვება და მხარეებს მოუწოდეს საღი აზრით შეამცირონ დაძაბულობა.

„პუტინმა, ერდოღანის შეთავაზება მიიღო“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა სიამოვნებით დათანხმდა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თურქეთში მოწვევას.

გაზეთი „Hürriyet“-ი ჩავუშოღლუს უკრაინასთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის შესახებ საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა: „დაძაბულობა კონფლიქტად არ უნდა გადაიზარდოს. ჩვენი სურვილია უკრაინასთან დიალოგი გაგრძელდეს“.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განკარგულებით, თურქეთიდან ავღანეთში ჰუმანიტარული დახმარების პირველი მატარებელი დედაქალაქ ანკარადან გაიგზავნა. მატარებელს დაახლოებით 750 ტონა სიკეთის მასალა გადააქვს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ შავ ზღვაში, სადაც თურქეთმა სულ 540 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აღმოაჩინა, საბურღი გემი „იავუზი“ პირველ მისიას სავარაუდოდ მარტის ბოლოს დაიწყებს. ამრიგად, თურქეთის სამი გიგანტური საბურღი გემი „ფათიჰი“, „კანუნი“ და „იავუზი“ შავი ზღვის გაზის 2023 წლისთვის ექსპლუატაციაში შესაყვანად  ერთდროულად იმუშავებენ.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები