თურქული პრესა 27.01.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1769132
თურქული პრესა 27.01.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, კერძო ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: "ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა ახალ კრიზისში გადაიზარდოს. ჩვენ ვამბობთ, რომ მზად ვართ ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. მე ეს გზავნილები გადავეცი პუტინს და ზელენსკის. ვფიქრობ, რომ ორივე ქვეყანამ იცის თურქეთის გულწრფელობა და კეთილი ზრახვები. ჩვენ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ ორივე ქვეყანას თურქეთში და გავუხსნათ გზა მშვიდობისკენ.“

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, კომუნიკაციების დირექტორის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა, რომ თურქეთი ხელს უწყობს რეგიონის მშვიდობას, უსაფრთხოებასა, სტაბილურობას და 500 ათასზე მეტი სირიელი ლტოლვილი თურქეთის ძალისხმევის წყალობით თავის ქვეყანაში დაბრუნდა.

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, პროფესორმა დერია უნუთმაზმა, რომელიც მუშაობს აშშ-ს ჯექსონის ლაბორატორიულ ინსტიტუტში მთავარ მკვლევარად, განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ მკურნალობის ახალ მეთოდზე, რომელიც ეფექტურია კორონავირუსის ყველა ვარიანტის წინააღმდეგ და შედეგები დადებითია.

დამტენი სადგურების ფართო გამოყენების გავლენით, თურქეთის ელექტრომობილების ბაზარი 2021 წელს 237 პროცენტით გაიზარდა. - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. ამ ვითარებამ ელექტრომობილების გიგანტების ყურადღებაც მიიპყრო. თურქეთის ბაზარზე შემოვიდა ისეთი გლობალური ბრენდები, როგორიცაა Tesla, MG, და Jaguar-ი.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“ იტყობინება, რომ მომზადდა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც მოგვითხრობს თურქეთის „ჯიბის თანამგზავრის“ Grizu-263A-ზე, რომელიც დამზადებულია ზონგულდაქის ბულენთ ეჯევითის სახელობის კოსმოსური ჯგუფის Grizu-263-ის მიერ და რომელიც კოსმოსში 13 იანვარს გაუშვეს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები