თურქული პრესა 26.01.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1768429
თურქული პრესა 26.01.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით; „ULAQ-მა სროლის ტესტები წარმატებით დაასრულა“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პირველმა შეიარაღებულმა უპილოტო საზღვაო მანქანამ (SİDA) სახელწოდებით, „ULAQ“ ახალი იარაღის სისტემით სროლის ტესტები წარმატებით დასრულა. ULAQ-ი მონაწილეობას მიიღებს ბაზებისა და პორტების დაცვაში თავისი ახალი დისტანციური მართვის იარაღის სისტემით.

გაზეთი „Vatan“-ი მუსტაფა ვარანკის განცხადებას უთმობს ადგილს და  მასში ვკითხულობთ: მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მათი მიზანია ისეთი თურქეთის აშენება, რომელიც ეკონომიკის და ტექნოლოგიის სფეროში არავისზე იქნება დამოკიდებული.

გაზეთი „Sabah“-ი კი ფათიჰ დონმეზის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თებერვალში საქარიას გაზის საბადოს სამხრეთ-დასავლეთით ახალი საძიებო-საბურღი სამუშაოები დაიწყება. „იმედი გვაქვს, რომ ეს საბურღი სამუშაოებიც ამასრა-1-ის ჭაბურღილის მსგავსი იქნება, რადგან ისნი ძალიან ჰგვანან  ერთმანეთს,“ - განაცხადა ფათიჰ დონმეზმა.

„მეგობარ ქვეყანასთან მემორანდუმი გაფორმდა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის სატყეო მეურნეობის სფეროში ურთიერთობების განვითარების მიზნით, ანტალიაში გამართულ ცერემონიაზე ხელი მოეწერა „ძმობის შეთანხმებას“.

გაზეთ „Haber Türk“-ის სპორტული მიმომხილველი წერს, რომ სათხილამურო ხტომაში მსოფლიო ჩემპიონატის მე-13 ორგანიზაციაში მონაწილე ფათიჰ არდა იფჩიოღლუ ფინალში მეცხრედ გავიდა, რაც მისთვის ისტორიულ წარმატებას ნიშნავს.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები