თურქული პრესა 24.01.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1767236
თურქული პრესა 24.01.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა თქვა: „2021 წელს კოვიდ-19-ის ეპიდემიის მიუხედავად, ჩვენ შევძელით პოზიტიურად გამორჩეულიყო მრავალი ქვეყნიდან შიდა განაცხადებისა და რეგისტრაციების ზრდა. გასულ წელს 352 გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციით, მთლიანი რაოდენობა 990-მდე გაიზარდა. ამჟამად ევროკავშირის ქვეყნებში ჩვენ გვაქვს 7 რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის ნიშანი.“

გაზეთი „Hürriyet“-ი ისმაილ დემირის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტის თავდაცვის მრეწველობის თავჯდომარე, ისმაილ დემირმა განაცხადა, რომ Bayraktar Akıncı TİHA-მ (მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატის) პირველი საექსპორტო კონტრაქტი უკავე გააფორმა.

„აშშ-ში 1 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე პრესტიჟულ კათედრაზე თურქი ექიმი დაინიშნა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: აშშ-ში, არკანზასის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტმა 1 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე პრესტიჟულ კათედრაზე ყურის, ყელის და კისრის ქირურგი თურქი ოზლემ თულუნაი უღური დანიშნა.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ ფრანგულმა საინფორმაციო სააგენტო AFP-მ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „ზღაპრული მოგზაურობა“, რომელშიც მსოფლიოს 4 ულამაზეს სარკინიგზო მოგზაურობაზეა ყურადღება გამახვილებული. სტატიის მიხედვით, მათგან ერთ-ერთი გახლავთ, თურქეთის დედაქალაქ ანკარიდან დაწყებული, ანატოლიის სტეპების და ევფრატის მაღალმთიანეთის გავლით დასრულებული ზღაპრული სარკინიგზო მოგზაურობა.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის (TÜRSAB) პრეზიდენტმა ფირუზ ბაღლიქაიამ განაცხადა, რომ თურქეთის საზამთრო კურორტები, რომლებიც გამოირჩევიან თოვლის ხარისხითა და სათხილამურო ინფრასტრუქტურით, ბოლო წლებში სულ უფრო მეტად ირჩევენ უცხოელი ვიზიტორები. მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს, აღნიშნულ სფეროში გაყიდვები 2021 წელს 2-დან 5-ჯერ აღემატება.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები