თურქული პრესა 14.01.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1762499
თურქული პრესა 14.01.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ანკარაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა: „ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი 2022 წელს მოიშორებს სტრატეგიულ მიოპიას და უფრო გაბედულად იმოქმედებს თურქეთთან ურთიერთობების განვითარებაში. რომელიც გეოგრაფიულად, ისტორიულად და ადამიანურად ევროპის კონტინენტის ნაწილია. ევროკავშირი რჩება ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტად.“

გაზეთი „Haber Türk“-ი იტყობინება, რომ ბულენთ ეჯევიტის სახელობის უნივერსიტეტის მხრიდან შემუშავებული თურქეთის პირველი ჯიბის თანამგზავრი, Grizu-263A, აშშ-ში, კეიპ კანავერალის  კოსმოდრომიდან SpaceX-ის Falcon 9 რაკეტით წარმატებით გაუშვეს.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტმა წამოიწყო კამპანია სახელწოდებით „გამარჯობა თურქეთი,“ (Hello Türkiye) რათა უფრო ეფექტურად გამოეცხადებინა ქვეყნის ეროვნული და საერთაშორისო სახელის „თურქეთის“ გამოყენება საერთაშორისო მედიაში.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ გერმანულ მედია Focus-ი თურქეთის მიერ ადგილობრივი შესაძლებლობებით დამზადებულ ავტომობილ TOGG-ის შესახებ სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ იგი ახალი ეპოქის სიმბოლო იქნება. სტატია ასევე პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ამ საკითხში მტკიცე ძალისხმევაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„მსოფლიოში პირველი მრავალფუნქციური უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავი: Akıncı Bayrakta“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას  გაზეთ „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: Oryx Blog-ი, რომელიც აქვეყნებს სამხედრო და თავდაცვის ინდუსტრიის საკითხებს, დაწერა სტატია, რომელშიც  თურქეთის თავდაცვის 10 წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებაზეა ყურადღება გამახვილებული. სტატიაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ თურქეთმა, „ბაირაქტარ აქინჯის“ მეშვეობით საბრძოლო მასალას  დაამატა თავისი მრავალფუნქციური თვისებების მქონე საბრძოლო თვითმფრინავი.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები