თურქული პრესა 03.12.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1742406
თურქული პრესა 03.12.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით გუშინ ანკარაში, პრეზიდენტის უმაღლესი მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, პარლამენტში პარიზის კლიმატის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებით ჩართვის შემდგომი პროცესები იქნა განხილული.

გაზეთი „Sabah“-იც პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, „ეროვნული საზღვაო იარაღის“ საცდელი სროლის ცერემონიალზე ვიდეოგზავნილი გააგზავნა, რომელშიც მან აღნიშნა, რომ  თურქეთი ახლა ერთ-ერთია იმ რამდენიმე მწარმოებელ ქვეყნებს შორის, რომელსაც ეროვნული წარმოების საზღვაო დანიშნულების ქვემეხები გააჩნია.

გაზეთი „Vatan“-ი ჩავუშოღლუს ყირიმთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშღლუმ, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ ისინი ყირიმის უკანონო ანექსიას არ აღიარებენ.

გაზეთ „Haber Türk“-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა გუშინ გავრცელებულ განცხადებაში თქვა: „ჩვენი ექსპორტი ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33,4 პროცენტით გაიზარდა და 21,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.“

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ სამგზავრო გემების ნაოსნობა თურქეთსა და ლიბიას შორის 25 წლის შემდეგ განახლდა. რეისები, რომელიც კვირაში ერთხელ განხორციელდება, სატვირთო და სატრანსპორტო გადაზიდვის საშუალებასაც მისცემს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები