თურქული პრესა 01.12.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1741228
თურქული პრესა 01.12.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-სთან ინტერვიუს დროს დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა რა, აღნიშნა, რომ ფრანგული ცემენტის კომპანია Lafarge-ს მხრიდან ტერორისტული ორგანიზაცია, დაეში-ს დაფინანსებასთან დაკავშირებით მრავალი მტკიცებულებითა და სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს.  პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონსაც აუწყა. მისივე თქმით, ამ საკითხებში  ისინი (დასავლეთი) სამწუხაროდ, თვალთმაქცები არიან.

„ერდოღანის სამძიმარი ალიევს“, ასეთი სათაურის სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით დაუკავშირდა და გუშინ ჩამოვარდნილი სამხედრო ვერტმფრენის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების გამო სამძიმარი გამოუცხადა.  

გაზეთი „Vatan“-ი მუსტაფა შენთოფის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე მუსტაფა შენთოფმა განაცხადა: „ჩვენი თეზისი პალესტინის საქმეში ნათელია. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ თავისუფალ და დამოუკიდებელ პალესტინის სახელმწიფოს, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმია“.

გაზეთ „Sabah“-ის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ თურქეთის სტატისტიკის ორგანიზაციამ მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის ინდექსი, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7,4%-ით გაიზარდა. ამავე ინფორმაციით, OECD-ს ქვეყნებს შორის თურქეთის ეკონომიკა მეორე ადგილზეა.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა განაცხადა, რომ თურქეთის ანტარქტიდის სამეცნიერო ბაზის შექმნის მცდელობები ინტენსიურად გრძელდება რა,  მათ ბაზის კონცეფციის დიზაინი უკვე დაასრულეს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები