თურქული პრესა 30.11.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1740601
თურქული პრესა 30.11.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქმენეთიდან დაბრუნების დროს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა თურქეთს 10 მილიარდი დოლარის საინვესტიციო გეგმა შესთავაზა და დაამატა: „ამის პრაქტიკაში განხორციელებით ჩვენ ავაშენებთ განსხვავებულ მომავალს. მოვლენების კარგი განვითარება იქნება.“

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 7 პირი, რომელთაგან 1 წითელი ცირკულარით იძებნებოდა, სირიიდან თურქეთში უკანონოდ გადასვლის მცდელობისას დააკავეს.

თურქეთიდან ექსპორტი ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 20,1 პროცენტით გაიზარდა და 20 მილიარდ 792 მილიონ დოლარს მიაღწია, იმპორტი კი 12,8 პროცენტით გაიზარდა და 22 მილიარდ 230 მილიონი დოლარი შეადგინა.-წერს გაზეთი „სტარი“.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, დადგინდა, რომ დიარბაქირის ციხის კედლებში არსებული 71-ე ბასტიონი იყო მერვანთა მმართველის სასახლე. სასახლის აშენების შემდეგ იგი გადაიქცა კულტურულ ცენტრად და ადგილად, რომელსაც უამრავი მეცნიერი და ინტელექტუალი სტუმრობდა.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ ბერლინის ჰერტას ახალი ტექნიკური დირექოტირი თურქი ტაიფუნ ქორქუთი გახდა. ტაიფუნ ქორქუთი ადრე ბაიერ ლევერკუზენს წვრთნიდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები