თურქული პრესა 26.11.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1739211
თურქული პრესა 26.11.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ეროვნული უშიშროების საბჭოზე შეფასდა ის გამოწვევები და საფრთხეები, რომლებიც თურქეთს შეექმნა და შეიძლება წააწყდეს მის მიერ აშენებულ მყარ ინფრასტრუქტურაზე ინვესტირებაზე, წარმოებაზე, დასაქმებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების პროცესში. შეხვედრაზე დადასტურდა მტკიცე გადაწყვეტილება 2023 წლისთვის, თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლის თავზე, ისევე როგორც ყველა სფეროში ეკონომიკაშიც მყარად და ძლიერად იქნას მიღწეული.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ, ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ადგილობრივი ვაქცინის TURKOVAC-ის გადაუდებელი გამოყენების შესახებ განაცხადის შეტანის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მომდევნო დღეებში გამოცხადდება ტენდერი კვლევისა და განვითარების წარმოების ცენტრისთვის, რომლის საპროექტო კვლევები დასრულებულია. ცენტრი იქნება მსოფლიოში ყველაზე მოწინავე განყოფილება თავის სფეროში.

თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ შაჰაპ ქავჯიოღლუმ განაცხადა, რომ საბანკო სექტორი ამ დროისთვის თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სექტორია. - წერს გაზეთი „ვათანი“. ქავჯიოღლუმ თქვა, რომ თურქეთის საბანკო სექტორი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სექტორია თავისი კერძი კაპიტალის მოგებით, კაპიტალის სტრუქტურითა და მომხმარებლის ღირებულებით.

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, ანკარაში უკრაინის ელჩმა ვასილ ბოდნარმა განაცხადა, რომ თურქეთისა და უკრაინის დაახლოებამ შეცვალა რეგიონის ხედი, შექმნა ახალი დღის წესრიგი და რომ ორმა ქვეყანამ უნდა განიხილოს თანამშრომლობა არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ კავკასიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ბალკანეთის რეგიონებში, რომლებიც გავლენას ახდენენ შავ ზღვაზე.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ინფორმაციით, უეფას ევროპა ლიგის E ჯგუფის მე-5 კვირის მატჩში „გალათასარაიმ“ საფრანგეთის წარმომადგენელი „მარსელი“ 4-2 დაამარცხა და ლიდერობა 11 ქულით განაგრძო. „გალათასარაი“ რომელსაც ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული აქვს, თუ ბოლო კვირის მატჩში ქულას მოიპოვებს, ჯგუფის ლიდერი იქნება.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები