თურქული პრესა 22.11.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1736850
თურქული პრესა 22.11.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თანჟუ ბილგიჩმა გააკრიტიკა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნიკოს დენდიასის თურქეთთან დაკავშირებული განცხადება და თქვა: „საბერძნეთი, რომელსც არ შეუძლია შეეგუოს იმ მთავარი როლს, რომელსაც თურქეთი ასრულებს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, ცდილობს კონკურენცია გაუწიოს თურქეთს ყველა საკითხში, ამჯობინებს დაძაბულობას თანამშრომლობის ნაცვლად და ცდილობს შექმნას ხელოვნური ალიანსები თურქეთის წინააღმდეგ.“

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, თურქეთის 7 მოქალაქე, რომლებიც დაახლოებით 2 წელია აღმოსავლეთ ლიბიაში უსაფუძვლო ბრალდებებით იყვნენ დაკავებული, თურქეთის სადაზვერვო ორგანიზაციის კატარის სადაზვერვო ორგანიზაციასთან ერთობლივი მუშაობის შედეგად თურქეთში დააბრუნეს. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სახლში დაბრუნების შემდეგ მოქალაქეებს ტელეფონით ესაუბრა.

თურქეთი, თავდაცვის ინდუსტრიაში, განსაკუთრებით უპილოტო საფრენი აპარატების (İHA) და SİHA-ს (შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი) ტექნოლოგიაში მაგალითს აძლევს მსოფლიოს. - წერს გაზეთი „საბაჰი“. უპილოტო საფრენი აპარატების ტესტირებისთვის თურქეთის მიერ შემუშავებული სისტემა ამჟამად ნომერ პირველია მსოფლიოში. სამხრეთ კორეას სურს, რომ აშშ-სგან ნაყიდი უპილოტო საფრენი აპარატების ტესტები თურქეთში ჩაატაროს.

გაზეთი „იენი შაფაკის“ ცნობით, საქარიას გაზის საბადოში Türkali-2 ჭაბურღილში ჩატარებული გაზის ნაკადის ტესტირებაში, დღიურ რეკორდულ დონეს 650 ათას კუბურ მეტრს მიაღწიეს.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“ იტყობინება, რომ 650 საკრუიზო გემით 750 ათასმა ტურისტმა დაჯავშნა 2022 წელს თურქეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულება ქალაქ აიდინის რაიონ ქუშადასში ჩასასვლელად ადგილი.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები