თურქული პრესა 10.11.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1731985
თურქული პრესა 10.11.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთი „საბაჰი“-თ რომელიც წერს:  დღეს 10 ნოემბერია. თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალებიდან 83 წელი გავიდა. თურქეთი კიდევ ერთხელ იხსენებს სიყვარულით, პატივისცემით და მადლიერებით თავის ლიდერს, რომელმაც მისი 57 წლიანი სიცოცხლის მანძილზე ერისა და სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა სამხედრო და პოლიტიკური გენიით გამარჯვებით დააგვირგვინა და თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა თურქეთისა და მსოფლიო ისტორიაში.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“: დიდი ლიდერი მუსტაფა ქემალ ათათურქი ისტორიაში შევიდა არა მხოლოდ როგორც მეთაური, რომელიც წარმატებით ხელმძღვანელობდა თურქეთის ერის დამოუკიდებლობისთვის ომს, არამედ როგორც გენიოსი სახელმწიფო მოღვაწე მის მიერ განხორციელებული რევოლუციებით. თავისი სამხედრო და პოლიტიკური გენიოსობით ოქროს ასოებით თურქეთისა და მსოფლიო ისტორიაში შესული მუსტაფა ქემალ ათათურქი, 1938 წლის 10 ნოემბერს, თურქეთის დროით 09:05 საათზე, სტამბოლის დოლმაბაჰჩეს სასახლეში გარდაიცვალა.

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) თავმჯდომარემ მუსტაფა შენთოფმა თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალებიდან 83 წლისთავთან დაკავშირებით გზავნილი გაავრცელა. - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. თავის გზავნილში შენთოპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ათათურქის გაგება ნიშნავს „მისი თურქ ერთან ერთად ყველას წინააღმდეგ ბრძოლაში ლიდერობის მაგალითად აღებით თურქი ერის ეროვნული ინტერესების მუდმივად წინა პლანზე დაყენება, სრული დამოუკიდებლობა, ღირსეული მომავალი, სამეცნიერო წინსვლისა და განვითარების მემკვიდრეობის დაცვა.“

გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ პარიზის კლიმატის შეთანხმება დღეს ამოქმედდება. 3 მილიარდ 157 მილიონი დოლარის რესურსი, რომელიც თურქეთს გადაეცემა შეთანხმებით, გამოყენებული იქნება მზის და ქარის მსგავსი განახლებადი ენერგიის ინვესტიციების მხარდასაჭერად, მწვანე ორგანიზებული ინდუსტრიული ზონებისთის, ჭკვიანი სოფლის მეურნეობისა და წყლის დაცვისთვის. 2053 წლისთვის თურქეთი მიზნად ისახავს გახდეს ნახშირბადის ნეიტრალური ქვეყანა წმინდა ნულოვანი ემისიით.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს თანახმად " დამოუკიდებლობის 30 წლისთავზე თურქული რესპუბლიკების სიმპოზიუმი" გაიმართა. ყაზახეთის ელჩმა ანკარაში, აბზალ საფარბეკულიმ, რომელიც სიმპოზიუმზე სიტყვით გამოვიდა, განაცხადა, რომ თურქეთი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა ყაზახეთი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და რომ ყაზახი ხალხი არასოდეს დაივიწყებს ამ ისტორიულ ჟესტს".


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები