თურქული პრესა 09.11.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1731275
თურქული პრესა 09.11.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთავრობის გუშინდელი სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთის ბრძოლა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის წინააღმდეგ წარმატებით გრძელდება მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებით. „შემთხვევების, ჰოსპიტალიზაციის, ინტენსიური თერაპიისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის იმ დონეზე, რომ ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ.“ - თქვა პრეზიდენტმა.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი ყარაბაღის გამარჯვების 1 წლისთავზე გუშინ აზერბაიჯანში გაემგზავრა, შეიარაღებული ძალების სამეთაურო ეშელონთან ერთად. იქ სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აქარმა განაცხადა, რომ ყოველთვის აზერბაიჯანის გვერდით დადგება და სომხეთი გააფრთხილა, თავი აარიდოს მტრულ დამოკიდებულებას.

ბოსნია და ჰერცეგოვინის სახალხო კრების თავმჯდომარეობის საბჭოს წევრმა ბაქირ იზეთბეგოვიჩმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი არის ლიდერი, რომელსაც აქვს ძლიერი და კარგი ურთიერთობები და ამით ბოსნია და ჰერცეგოვინამ უნდა ისარგებლოს.- წერს გაზეთი „სტარი“.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, თურქეთმა 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში 115 ქვეყანაში ჩაის ექსპორტიდან 14 მილიონ 435 ათას 902 დოლარი შემოსავალი მიიღო.

და ბოლოს, გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ანტალიამ, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს ტურისტებს, წელს ხმელთაშუა ზღვის ტურისტულ რეგიონებს შორის ყველაზე მეტ ტურისტს უმასპინძლა. ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ტურისტული სასტუმროების და ოპერატორების კავშირის პრეზიდენტმა ერქან იაღჯიმ განაცხადა: "სექტემბრის ბოლოსთვის ანტალიამ უმასპინძლა ორჯერ მეტ ტურისტს ვიდრე ესპანეთის მაიორკას კუნძულებმა, რომლებიც ჩვენს უახლოეს კონკურენტად მიგვაჩნია. მათ უმასპინძლეს 3,5 მილიონ ტურისტს, ჩვენს კი 8,5 მილიონს მივაღწიეთ.“


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები