თურქული პრესა 25.10.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1724310
თურქული პრესა 25.10.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბოლო ერთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანს მესამედ ეწვევა. ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ყარაბაღის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მიერ აშენებული პირველი აეროპორტი, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტი ხვალ ერდოღანის მონაწილეობით ამოქმედდება.

გაზეთი „Haber Türk“-ი შინაგანს საქმეთა მინისტრის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ჰაკკარის ჩუქურჯას რაიონის პერიფერიებში განხორციელებული საჰაერო ოპერაციის შედეგად, რომელშიც ჟანდარმერიამ შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი (J-SİHA) გამოიყენა, კიდევ 2 ტერორისტი იქნენ ლიკვიდირებული.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთი „ეროვნული ენერგეტიკისა და სამთო“ პოლიტიკის ფარგლებში აგრძელებს მუშაობას რა, ოქრო კომპანია Gübretaş-ის სააქციო საზოგადოების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ფაჰრეთთინ ფოირაზმა განაცხადა, რომ ბილეჯიკში (ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია) ოქროს მარაგები აღმოაჩინეს და 2022 წლის ბოლოს მის ჩამოსხმას დაიწყებენ. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი თურქეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ისმაილ დემირის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: თავდაცვის მრეწველობის თავჯდომარე, ისმაილ დემირმა სოციალურ ქსელ, Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის საწარმოს (TUSAŞ) მიერ შემუშავებული მაღალსიჩქარიანი სამიზნე თვითმფრინავის სისტემა სახელწოდებით, შიმშექი (ელვა) გადაკეთდა რაკეტად, რომელიც ზუსტად ურტყამს სამიზნეებს.

გაზეთ „Hürriyet“-ის კულტურის მიმომხილველი წერს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფოტოგრაფიის კონკურსის Sienna-ს გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსს რომელსაც 163 ქვეყნის ფოტოგრაფი ესწრება. პირველი ადგილი თურქმა ფოტოგრაფმა, მეჰმედ ასლანმა აიღო. მეჰმედ ასლანის მიერ გადაღებული ფოტო „ცხოვრების გაჭირვება“, სირიელი მამისა და შვილის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები