თურქული პრესა 20.10.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1722271
თურქული პრესა 20.10.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება საბერძნეთის, ეგვიპტისა და სამხრეთ კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაციის სამმხრივი სამიტის შემდეგ და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც იგნორირებას უკეთებს თურქეთსა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას, წარმატებას ვერ მიაღწევს. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაცხადა, რომ სამხრეთ კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაციის, საბერძნეთისა და ეგვიპტის ერთობლივი განცხადება მათთვის არაფერს წარმოადგენს.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, თურქეთი ევროკავშირის კომისიის 2021 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში გამოქვეყნებულ თურქეთის ანგარიშს გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: "იმ დროს, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ჩამოვაყალიბოთ პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი და აღვადგინოთ ჩვენი მაღალი დონის დიალოგი ევროკავშირთან, სამწუხაროდ, გამოქვეყნდა თურქეთის ანგარიში, რომელშიც პასუხისმგებლობა კანდიდატი ქვეყანა თურქეთის მიმართ იგნორირებულია და ორმაგი სტანდარტული მიდგომა კვლავ ჩანს ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობებში.”

გამოქვეყნდა საბოლოო განცხადება თურქეთის, ტოგოს, ბურკინა ფასოს და ლიბერიის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ. - წერს გაზეთი „სტარი“. მასში ნათქვამია, რომ ოთხი სახელმწიფოს მეთაურმა აღიარა თურქეთის ეკონომიკის საყურადღებო პროგრესი და სიძლიერე, რომელიც ამართლებს თურქეთის როლს აფრიკის სტრატეგიულ პარტნიორად და ხდის მნიშვნელოვან მოთამაშეს საერთაშორისო არენაზე.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის გენერალური დირექტორი მეჰმედ ზაჰიდ სობაჯი სიტყვით გამოვიდა "TRT World Forum 2021"-ზე, რომელიც წელს მეხუთედ ტარდება და განაცხადა, რომ რომ ისინი ცდილობენ იყვნენ დაუცველი გეოგრაფიების, საზოგადოებების ხმა ისეთი სამაუწყებლო მიდგომით, რომლის ცენტრშიც ადამიანს აყენებს. "ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი იდეები და დავისახოთ ახალი მიზნები ისეთი საერთაშორისო პლატფორმების მეშვეობით, როგორიცაა TRT World Forum-ი."-თქვა სობაჯიმ.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს თანახმად, ფრანგულმა პრესამ ვერ დამალა აღტაცება Bayraktar–ის შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების (SİHA) მიმართ. გაზეთმა Le Figaro-მ განაცხადა, რომ თურქეთის მიერ დიდი ბრიტანეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვა შეიძლება იყოს დიდი პლაცდარმი თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის. „ეს შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატები არის ოცნების იარაღი ომებში მთელს მსოფლიოში. SİHA გახდა აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში თურქეთის გავლენის ვექტორი.“


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები