თურქული პრესა 13.10.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1718811
თურქული პრესა 13.10.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: გუშინ, პრეზიდენტი ერდოღანი სტამბოლიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ავღანეთთან დაკავშირებულ „G20-ის ლიდერთა საგანგებო სამიტს“ დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა: „ჩვენ უნდა მივუთითოთ თალიბებს ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბებისკენ. საერთაშორისო თანამეგობრობას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ზურგი აქციოს ავღანელ ხალხს და დატოვოს ეს ქვეყანა საკუთარი ბედის ანაბარად.“

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ჩავუშოღლუს, ავღანეთთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდებიან რა, ზოგიერთი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებით ქაბულში ჩასვლას გეგმავენ.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა წერილი გაუგზავნა ესპანეთის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს მერიტქსელ ბატეტს და ესპანეთის სენატის თავჯდომარეს ანდერ გილ გარსიას. შენთოფი თავის წერილში, მიმდინარე წლის 19-21 სექტემბერს ესპანეთში ვიზიტის დროს მის და მისი დელეგაციის წევრების მიმართ დამოკიდებულების გამო ზემოთხსენებულ პირებს მადლობას უხდის.

გაზეთ „Vatan“-ის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა (TÜİK) აგვისტოს თვის სამრეწველო წარმოების ინდექსის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იგი, აგვისტოში ყოველთვიურ ბაზაზე 5,4%-ით, ხოლო წლიურ ბაზაზე 13,8%-ით გაიზარდა.

გაზეთი „Star“-ი IMF-ს თურქეთის ზრდის მაჩვენებელს უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) თურქეთის 2021 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა და იგი 5,8%-დან 9%-მდე გაზარდა, ხოლო 2022 წლის ზრდის მაჩვენებელი იგივე, 3,3% დატოვა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები