თურქული პრესა 31.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1699998
თურქული პრესა 31.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 30 აგვისტოს გამარჯვების დღის 99 წლისთავზე, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, ათათურქის მავზოლეუმს, ანითქაბირს ეწვია და მის სპეციალურ რვეულში ჩაწერა: "ჩვენ, თურქეთი მიგვყავს იმ ნათელი მომავლისკენ, რომელიც თქვენ გაგვიკვალეთ. თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო არის უსაფრთხო და საიმედო ხელში და ასე იქნება ყოველთვის."

Yeni Şafak-ი იუწყება, რომ პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ანკარაში, დიდი სამშენებლო პროექტის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე, რომელშიც განლაგდება თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბი და ყველა ძალების სარდლობა და რომლის პროექტი მთვარისა და ვარსკვლავების ფორმის იქნება. "ჩვენ აქ თავს მოვუყრით ცენტრალური თავდაცვის სისტემასაც და საერთო თავდაცვის სისტემასაც. ჩვენ აქ შევქმნით ისეთ სტრუქტურას, რომელიც შიშს გაუღვიძებს მტერს, ხოლო მეგობარს კი ნდობას", განაცხადა ერდოღანმა

"თურქული მოიერიშე უპილოტო “Bayraktar AKINCI/ბაირაქთარ აქინჯი“ მსოფლიოს დღის წესრიგში დგას,“ ასეთი სათაურის სტატიას აქვეყნებს Sabah-ი და მასში ვკითხულობთ: თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar AKINCI, რომელიც უკვე შევიდა თურქეთის თავდაცვის ძალების ინვენტარში, დიდ ყურადღებას იპყრობს მთელს მსოფლიოში. ამერიკულმა მედიასაშუალება “Bloomberg“-მა, მეტად შეაქო თურქეთის დამოუკიდებელი პოზიცია თავდაცვის მრეწველობის სფეროში და ხაზი გაუსვა, რომ ანკარა ავითარებს თავის სამხედრო შესაძლებლობებს საკუთარი წარმოების დრონებით, რომლებმაც საუკეთესო გამოცდები ჩაატარეს სირიაში, ლიბიაში და აზერბაიჯანში

Star-ი, სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატის განცხადებას ანთავსებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ თურქეთი შეიყანეს ევროკავშირის ციფრული კოვიდ-19 ვაქცინების სერტიფიკატის სისტემაში. ამ გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსის ვაქცინაციის მოწმობა და მოქმედი ვიზა, უპრობლემო მოგზაურობა შეეძლებათ ევროკავშირის წერ 27 ქვეყანაში

Vatan-ი ეკონომიკურ გვერდზე, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის მონაცემებს აქეყნებს და მისი მიხედვით, 23-29 აგვისტოს შორის თურქეთის ავიახაზები-THY, ყოველდღიური 1322 ფრენით, ევროპაში მეორე ავიაკომპანია გახდა



მსგავსი ინფორმაციები