თურქული პრესა 23.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1695492
თურქული პრესა 23.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდათ, გადადგან შესაბამისი ნაბიჯები მანამ, სანამ ავღანელი არალეგალების მიგრაცია კრიზისში გადაიზრდებოდეს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ მიშელსა და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ჯონსონთან წუხანდელი სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა აღნიშნა, რომ თუ აუცილებელი და საჭირო გადამჭრელი ზომები სასწრაფოდ არ მიიღება ავღანეთსა და ირანში, მაშინ, მიგრაციის ახალი ტალღა გარდაუვალი იქნება. თურქმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყველამ, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებმა, უნდა აიღონ ჯეროვანი პასუხისმგებლობა, რათა ავღანეთის პრობლემა გლობალურ კრიზისში არ გადაიზარდოს

Hürriyet-ის მიხედვით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა ბრიტანულ მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ თითქოსდა “ავღანელი ლტოლვილებისთვის თურქეთში თავშესაფრის განაცხადის ცენტრის შექმნა იგეგმებოდეს". ანკარის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრიტანულ მასმედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია არ ასახავს სიმართლეს და სრულ დეზინფორმაციას წარმოადგენს

Star-ი ინტერვიუს აქვეყნებს თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ კომპანია Baykar/ბაიქარ–ის გენერალურ დირექტორ სელჩუკ ბაირქტართან, რომლის თქმითაც, თურქეთი ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყანას წარმოადგენს უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში. “ბაირქტარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ყიდიან შეიარაღებულ უპილოტო საფრენ აპარატებს (SİHA) ასევე ავიაციაში მოწინავე ქვეყნებსაც კი, განსაკუთრებით "Bayraktar TB2“ ტიპის უპილოტოებს, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე საუკეთესოდ ითვლებიან," წერს სტარი

”ეკონომიკაში სწრაფმა ზრდამ რეკორდი მოხსნა,” ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, თურქეთის ეკონომიკაში მოსალოდნელი რეკორდული ზრდა, ნათლად აისახა ასევე ბალანსებშიც. ასე რომ, პირველ ექვს თვეში საერთო ბრუნვამ პირველად გადააჭარბა 1 ტრილიონ ლირას, წმინდა მოგება  155 პროცენტით გაიზარდა და  89.5 მილიარდი ლირა შეადგინა, ხოლო სამრეწველო სექტორის მოგება კი, რომელიც ეკონომიკური ზრდის ლოკომოტივად ითვლება,  5.5 ჯერ გაიზარდა

Haber Türk-ი სპორტულ გვერდზე თურქი ფრენბურთელი ქალების წარმატებას ეხება და წერს, რომ CEV ქალთა ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის სამ მატჩში, მათ სამივე მეტოქე დაამარცხეს. “თურქეთის ეროვნული ნაკრების ფრენბურთელებმა ჯერ რუმინეთის და უკრაინის ნაკრებები დაამარხეს, ხოლო წუხელ კი, ანგარით 3:0 დაამარცხეს შვედეთი და სამ მატჩში სამი ქულა აიღეს“, იუწყება ჰაბერთურქი



მსგავსი ინფორმაციები