თურქული პრესა 07.07.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1671295
თურქული პრესა 07.07.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა, რომ მათი მიზანია ყურბანის ბაირამამდე (20 ივლისი) მოახდინონ 18 წელზე უფროსი ასაკის დაახლოებით 62 მილიონი მოქალაქის 70 პროცენტის ვაქცინაცია მინიმუმ ერთი დოზით. ”ჩვენ გვსურს ჩვენი მობილური ჯგუფების რაოდენობა მაქსიმალურად გავზარდოთ, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ მიზანს და უზრუნველვყოთ მასობრივი იმუნიტეტი.”

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (KKTC) პრეზიდენტმა, ერსინ თათარმა განაცხადა, რომ კვიპროსის სამშვიდობო ოპერაციის 47 წლის იუბილე 20 ივლისს აღინიშნება და თქვა: ”ჩვენ ვემზადებით ღონისძიებებისთვის 20 ივლისს, ყურბან ბაირამის პირველ დღეს. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი დელეგაცია ამ ცერემონიაზე ჩვენთან ერთად კვიპროსში იქნებიან და ერთად აღვნიშნავთ ორ დღესასწაულს.“

რუსეთის ფედერალური საჰაერო ტრანსპორტირების სააგენტომ (როსავიაცია) განაცხადა, რომ 12 ივლისიდან თურქეთში იმ ქალაქებს, სადაც გეგმიური და ჩარტერული ფრენები ხორციელდება 13 ახალი ქალაქი დაემატება - წერს გაზეთი „საბაჰი“

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, ვებსაიტი Drone Wars, რომლის ცენტრიც ლონდონში მდებარეობს, თურქეთის შეიარაღებული უპილოტო საჰაერო აპარატების პროგრამას შესახებ სტატიას აქვეყნებს და ხაზს უსვამს იმას, რომ სანამ თურქეთი აგრძელებს SİHA– ს წარმოებას და ექსპორტს, ევროპელები ამ მხრივ აგვიანებენ. ”თურქეთი თანდათან ზრდის უპილოტო საფრენი აპარატების მასშტატებს." - ნათქვამია განცხადებაში.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, „1915 ჩანაქქალე“ ხიდის მშენებლობა, რომელიც აზიისა და ევროპის კონტინენტებს დააკავშირებს და მომავალ წელს გაიხსნება, უწყვეტლივ გრძელდება. ხიდის სავალი ნაწილის დასაგებად დაიწყო დასაკიდებლების მონტაჟი. მსოფლიოში ყველაზე გრძელი შუა ღია ნაწილის მქონე ხიდის გახსნა, რომელიც თავისი ინჟინერიითა და დეტალებით გამოირჩევა, დაგეგმილია 2022 წლის 18 მარტს, ჩანაქქალეს საზღვაო ბრძოლაში გამარჯვების 107-ე წლისთავზე.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები