თურქული პრესა 05.06.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1669883
თურქული პრესა 05.06.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, სტამბოლის მცხოვრებლებმა ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების ფარგლებში ეტაპობრივი ნორმალიზაციის პროცესის პირველი შეზღუდვების გარეშე კვირა დღე ზღვის სანაპიროებსა და პარკებში გაატარეს. მსგავსი ვითარება იყო თურქეთის ყველა ქალაქში. მოქალაქეებმა უფრო მეტად უპირატესობა ზღვის სანაპიროებზე დასასვენებელ ადგილებს მიანიჭეს.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, BioNTech-ის შემქმნელმა, პროფესორმა უღურ შაჰინმა და ოზლემ თურეჯიმ საბანჯის უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიაში ონლაინ რეჟიმში მიიღეს მონაწილეობა. შაჰინმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განაცხადა: „ვხედავთ, რომ ვაქცინაცია ეპიდემიაზე კონტროლის დამყარებას ეხმარება. ეს, სავარაუდოდ, 3-4 თვეში თურქეთშიც მოხდება. შევძლებთ როგორც ინფექციაზე კონტროლის დამყარებას, ასევე ჰოსპიტალიზაციის შემცირებას.“

გაზეთ „სტარ“-ში მოყვანილია ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტის ერსინ თათარის განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „კვიპროსში დიდი მოვლენები მოხდა, დიდი გენოციდი მოხდა, მაგრამ თურქეთის მხარდაჭერით დღემდე მოვედით... სახელმწიფო გვაქვს, რესპუბლიკას გვაქვს.“ მისივე თქმით, „თურქეთთან ერთად უაღრესად ჰარმონიულად განაგრძობენ ეროვნული საქმის კეთებას.“

საფრანგეთის სენატის თავდაცვის კომიტეტმა საფრანგეთის არმიას უპილოტო საფრენი აპარატების ბრძოლისთვის მზადყოფნაში მოყვანის მოწოდების ანგარიში მოამზადა - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. ანგარიშში საუბარია თურქული უპილოტო საფრენი აპარატების SİHA-ს ყარაბაღში, ლიბიასა და სირიაში გამოყენებაზე და თურქეთის მიერ İHA/SİHA-ს დიდი რაოდენობით წარმოებისა და ექსპორტის დაწყების შესახებ.

და ბოლოს, გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მდიდარი ბორის რეზერვების მქონე თურქეთი ამ ფასეულობას თურქეთის ეკონომიკას მატებს. „ბორელი“-ს ხელის სადეზინფექციო საშუალებები ექსპორტზე აშშ-ში, ლუქსემბურგსა და ფინეთში გადის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაც დიდი დაინტერესება წამოვიდა. სამიზნე საექსპორტო ბაზრებად განისაზღვრა გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი და ჰოლანდია.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები