თურქული პრესა 24.06.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1663802
თურქული პრესა 24.06.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკაში (ჩკთრ) მიმდინარე პროექტების მხარდაჭერა თურქეთის მხრიდან გაგრძელდება.

გაზეთი „Hürriyet“-ი ჰულუსი აქარის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმ აგუშინ, აშშ-სთან ქაბულის აეროპორტის შესახებ გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა:  „ამ დროისთვის ჯარის გაგზავნის საკითხი არ განხილულა. ჩვენი მიზანია ავღანელი ძმების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.“

გაზეთი „Vatan“-ი ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ გუშინ კოვიდ-19-ის სამეცნიერო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ხვალიდან (პარასკევი) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკის 18 წლამდე დაიწევა. მისივე თქმით, ინდური ანუ დელტა შტამი, თურქეთში 134 ადამიანში იქნა აღმოჩენილი.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ  დონმეზმა განაცხადა, რომ თურქეთმა ბუნებრივი გაზის თხევადი ფორმით შენახვის ობიექტების მშენებლობის თვალსაზრისით გაზარდა თავისი რესურსების მრავალფეროვნება. მისივე თქმით, კიდევ ერთი მსგავსი დაწესებულების ოფიციალური გახსნა ხვალ გაიმართება ჰათაის დერთიოლში.

გაზეთ „Haber Türk“-ის მიხედვით,  ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ გუშინ პირველად გააკეთა განცხადება, 5G ინფრასტრუქტურის ადგილობრივი და ეროვნული განვითარების შესახებ  და დასძინა, რომ მათ გადალახეს მნიშვნელოვანი ბარიერი 5G-ს სპეციფიკური მენეჯმენტის, მომსახურებისა და ოპერატიული პროგრამული პროდუქტების განვითარებისათვის.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები