თურქული პრესა 22.06.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1662408
თურქული პრესა 22.06.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა, რომ 1 ივლისიდან ქვეყანაში კოვიდ-19-თან დაკავშირებით დაწესებული ყველა შეზღუდვები მოიხსნება. მისივე თქმით, თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ყველაზე მეტი ვაქცინაცია ჩაატარა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში.

გაზეთი „Hürriyet“-ი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიგრაციის ხელშეკრულების განახლება მოითხოვა. მისივე თქმით, ევროკავშირმა თურქეთის ამ საკითხთან დაკავშირებით ტვირთი უნდა გაიზიაროს.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ უკრაინის სახელმწიფო კოსმოსური სააგენტოს პრეზიდენტმა ვლადიმირ ტაფტაიმ განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ თურქეთთან მრავალი ერთობლივი პროექტის განხორციელება როგორც კოსმოსური, ასევე თავდაცვის ინდუსტრიაში.

გაზეთ „Vatan“-ის მიხედვით, თურქეთის თავდაცვის მრეწველობის თავჯდომარე, ისმაილ დემირმა განაცხადა, რომ მალე შეიარაღებული უპილოტო საზღვაო მანქანის (SİDA) სერიული წარმოება დაიწყება, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ლურჯი სამშობლოს დაცვაში.

გაზეთ „Haber Türk“-ის სპორტული მიმომხილველი წერს, რომ თურქეთის ეროვნული ნაკრების და მილანის ნახევარმცველი ჰაქან ჩალჰანოღლუ კარიერას ინტერში გააგრძელებს. თურქმა  ფეხბურთელმა ინტერთან 3+1 წლიან კონტრაქტი უკვე გააფორმა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები