თურქული პრესა 18.06.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1660410
თურქული პრესა 18.06.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანტალიაში გამართულ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის  პროცესის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მიგრაციის და ეპიდემიის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლაა აუცილებელი. მისივე თქმით, ევროკავშირმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიცილოს სტრატეგიული სიბრმავე და პოზიტიური დღის წესრიგის ფარგლებში შეუერთდეს თურქეთის კავშირში გაწევრიანების პროცესს.

გაზეთი „Star“-ი გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებას უთმობს ადგილს და მაში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრ, ჰულუსი აქართან გამართული შეხვედრი დროს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა, ავღანეთში  მიმდინარე მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ თურქეთი აქ მნიშვნელოვანი როლის შესრულებისთვის ემზადება რა, ყველა მოკავშირემ მათ მხარი უნდა დაუჭიროს.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის პრეზიდენტმა, ალოკ შარმამ, გაზეთ „Sabah“-ისთვის დაწერილ სტატიაში, თურქეთის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა შეაქო, რა, მისი თქმით, ამ თვალსაზრისით პრეზიდენტის მეუღლე, ემინე ერდოღანიც ძალიან წარმატებულია განხორციელებული პროექტებით, მათ შორის „ნულოვანი ნარჩენები“.

გაზეთი „Hürriyet“-ი  იუწყება, რომ საფრანგეთმა, ახალი ტიპის  კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით შემოღებული მოგზაურობის აკრძალვის „წითელი ქვეყნების“ სიიდან თურქეთი ამოიღო და მოიხსნა სავალდებულო 10 დღიანი კარანტინი იმ მგზავრებისთვის, რომლებიც თურქეთიდან საფრანგეთში მიემგზავრებოდნენ.

გაზეთი „Vatan“-ი იტყობინება, რომ თურქეთის ავიახაზების (THY) გენერალურმა მენეჯერმა, ბილალ ექშიმ განაცხადა, რომ ისინი 18 ივნისიდან დაიწყებენ კვების მომსახურებას ყველა საერთაშორისო ფრენაზე.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები