თურქული პრესა 16.06.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1658908
თურქული პრესა 16.06.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ერდოღანმა და ალიევმა გუშინ  „შუშას დეკლარაციას“ მოაწერეს ხელი, რის შემდეგაც გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ შუშას დეკლარაციით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალი საგზაო რუქაც ცნობილი გახდა. მისივე თქმით, უმოკლეს ხანაში შუშაში, თურქეთის გენერალურ საკონსულოს გახსნიან.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა,  თურქული შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების (SİHA) მწარმოებელი კომპანია „ბაირაქის“ (Baykar) გენერალური მდივანი ჰალუქ ბაირაქტარი  ყარაბაღის ორდენით დაჯილდოვდა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ გერმანულ გაზეთ „ჰანდესბლატში“ გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც თურქული შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების (SİHA) მწარმოებელ კომპანია „ბაირაქის“ (Baykar) ტექნიკურ დირექტორ სელჩუკ ბაირაქტარის წარმატებაზეა ყურადღება გამახვილებული. სტატიაში აღნიშნულია, რომ 41 წლის თურქმა მეწარმე ბაირაქტარმა, თავისი ქვეყნის შესაძლო ომის წინაშე უფრი ძლიერი კარტებით გამოსვლის შესაძლებლობა და მეზობელი რუსეთის გაბრაზება შესძლო.

„ჰიდროელექტროსადგურების მიხედვით თურქეთის რეიტინგი მსოფლიოში იზრდება“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Haber Türk“-ში და  მასში ვკითხულობთ: თურქეთმა გასულ წელს ახალი ჰიდროელექტროსადგურის ინსტალაციით, 2,480 მეგავატი, ევროპაში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა, ხოლო მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა.

გაზეთ „Star“-ის მიხედვით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), მწვანე ეკონომიკისა და კლიმატის მოქმედების დირექტორის მოადგილემ, კრისტიან კარარეტომ განაცხადა, რომ წყალბადის მოთხოვნა ამჟამად ძირითადად ევროპიდან მოდის. ამ მხრივ, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე წყალბადის თურქეთში წარმოება და ევროპაში გაყიდვა შესაძლებელია.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები