თურქული პრესა 10.06.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1655240
თურქული პრესა 10.06.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის და ყირგიზეთის პრეზიდენტ, სადირ ჯაფაროვს შორის გუშინ ანკარაში პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზეა ყურადღება გამახვილებული. პრესკონფერენციის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს წინააღმდეგ ერთობლივად იბრძოლებენ რა, ორივე ქვეყნისათვის საფრთხის შემცველ ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობას გაზრდიან.

გაზეთი „Hürriyet“-ი ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთს, ამერიკასთან ლიბიაში, სირიაში, ხმელთაშუა ზღვიდან, შავ ზღვამდე და კავკასიონამდე და სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი აქვს.

გაზეთი „Star“-ი ამერიკულ  მედიაში, ვაშინგტონის მხრიდან PKK/YPG-ს მიმართ მხარდაჭერიდან გამომდინარე წარმოქმნილ პრობლემების ანალიზზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნულია, რომ სირიის ჩრდილოეთში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ს მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერა, ნატოს წევრ და მოკავშირე თურქეთთან ურთიერთობებში სერიოზულ პრობლემებს ქმნის. სტატია ასევე იმაზეც ამახვულებს ყურადღებას, რომ პრეზიდენი ჯო ბაიდენი ამ საკითხთან მიმართებაში სწორ და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, რამაც შესაძლოა თურქეთთან ორმხრივი ურთიერთობები გააუმჯობესოს.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ ეროვნული შესაძლებლობებით დამზადებული  საბრძოლო თვითმფრინავი გამოფენილია დედაქალაქ ანკარაში, ეფექტურობისა და ტექნოლოგიის მე-3 გამოფენაზე. პირველად გამოფენილი საბრძოლო თვითმფრინავის მიმართ ინტერესი დიდია. ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის ანგარის დატოვება დაგეგმილია 2023 წელს.

გაზეთი „Haber Türk“-ი ფაჰრეთთინ ქოჯას განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგო ადგილობრ ვაქცინაზე მუშაობა გრძელდება. მისივე თქმით, მომავალ კვირას ადგილოვრივი ვაქცინის მე-3 ფაზის, ანუ ბოლო ეტაპის კვლევები მოხალისეებზე დაიწყება.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები