თურქული პრესა 09.06.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1654547
თურქული პრესა 09.06.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა კანადაში ერთი ოჯახიდან 4 ადამიანის ისლამოფობიურო მიზეზებით მკვლელობა მკაცრად გააკრიტიკა და თქვა: „ეს, ხელოვნურად შექმნილი შიშის ზიზღად, ზიზღის მტრობად და ძალადობად გადაქცევის ბოლო მაგალითია. ეს საშინელი პროცესი და ბარბარობა უნდა შეჩერდეს.“

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ვიდეო კონფერენციის მეთოდით მაროკოს საგარეო საქმეთა მინისტრს ნასერ ბოურიას შეხვდა. შეხვედრაზე ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ვაქცინის სერთიფიკატის ორმხრივად აღიარებს გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ აზიისა და ევროპის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით დღემდე დაახლოებით 1 მილიონი ტონა ტვირთი იქნა გადაზიდული  - წერს გაზეთი „საბაჰი“.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ინფორმაციით, თურქეთის ზვის პროდუქტების სექტორის ბაზარი წლის პირველ ხუთ თვეში 38%-ით გაიზარდა და 522 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა.   

და ბოლოს „სტარი“ იუწყება, რომ თურქეთის ქალთა ფრენბურთის ეროვნულმა ნაკრებმა იტალიის ქალაქ რიმინიში გამართულ FIVB-ს ერთა ლიგის მესამე კვირის მესამე და ბოლო მატჩში რუსეთი 3-2 დაამარცხა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები