თურქული პრესა 04.06.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1651558
თურქული პრესა 04.06.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის მმართველი განვითარებისა და სამართლიანობის პარტიის პრეს-სპიკერმა ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის 14 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ პირისპირ შეხვედრაზე, განსახილველი თანამშრომლობის სფეროები უფრო მეტია, ვიდრე სადავო და საკამთო. მისივე თქმით, ერდოღანი ბაიდენს მოსთხოვს, რომ აშშ-მა შეწყვიტოს ფეტულაჰის ტერ-ორგანიზაციის (FETÖ) დაცვა და ამასთან შეწყვიტოს და მხარი აღარ დაუჭიროს ქურთული სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია PKK/PYD/YPG-ს გაზრდა-გაფართოებას

“თურქული უპილოტოები მსოფლიოს დღის წესრიგში არიან“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Yeni Şafak-ში და მასში ვკითხულობთ: ამერიკულმა გაზეთმა The Wall Street Journal–მა დიდი სტატია დაუთმო თურქულ შეიარაღებულ უპილოტო თვითმფრინავ Bayraktar TB2/ბაირაქტარ ტბ-2-ს. გაზეთის ამ სტატიაში ნათქვამია, რომ თურქული წარმოების უპილოტოებმა ფაქტიურად რეორგანიზაცია მოახდინეს ბრძოლების ველებისა. ამერიკული გაზეთი ამასთან ყურადღებას აქცევს Bayraktar–ის შესაძლებლობებს, ეფექტურობას და თვითღირებულების სიიაფეს მის წინამორბედებთან შედარებით, აღნიშნავს, რომ ამ უპილოტოებმა ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყეს მტრის პოზიციებს და სამიზნეებს სირიაში, ლიბიასა და აზერბაიჯანში რა, შესძლეს ბრძოლის შედეგების შეცვლა

Star-ი იუწყება, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტი ერსინ თათარი ონლაინ შეხვდა სამხრეთ კვიპროსის ლიდერ ნიკოს ანასტასიადისის. შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ისინი კეთილგანწყობით და კონსტრუქციული დამოკიდებულებით განაგრძობენ მხარეებს შორის თანამშრომლობის ძიებას რეგიონის კეთილდღეობისა და სტაბილურობის მისაღწევად რა,  ასეთივე პოზიტიურ მიდგომას ელიან ასევე ბერძენი თანამოსაუბრეებისგანაც, რათა კუნძულზე მცხოვრები ორივე ხალხის ინტერესები და უფლებები თანაბრად იქნას დაცული

Vatan-ი ეკონომიკურ გვერდზე წერს, რომ თურქეთსა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა პროტოკოლს სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდა-განვითარების შესახებ. ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა თქვა, რომ 84 მილიონი მოსახლეობით, გეოგრაფიული მდებარეობით და ფართომასშტაბიანი შიდა ბაზრით, თურქეთი, რომელიც მრავალი საერთაშორისო კომპანიის რეგიონალური ბაზაა, არის ასევე ჩრდილოეთ კვიპროსის კარიბჭე მსოფლიო ბაზრებისკენაც

Sabah-ის მიხედვით კი, მალე თურქეთი ეკოლოგიური ტურიზმის ახალი მისამართი გახდება. ეს კი შესაძლებელი გახდება თურქეთის სატყეო სამმართველოს მხრიდან მომზადებული 2021-2025 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსაზღვრული 110 მარშრუტით. უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს, რომელთაც სურთ ბუნებასთან მარტო დარჩენა, ჯანმრთელ დასვენებასთან ერთად საშუალება ექნებათ განიცადონ გარემოს ისტორიული და კულტურული ფასეულობებიც. ამავე გეგმით, ტურისტებს 110 მარშრუტზე მოხვედრა და ლაშქრობა შეეძლებათ მობილური აპლიკაციებით, წერს საბაჰი



მსგავსი ინფორმაციები