თურქული პრესა 11.05.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1637870
თურქული პრესა 11.05.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მიერ პალესტინაში ჩადენილი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული გახდა მსოფლიოს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა, ქვეყნები ვერ გასცდნენ დამგმობ განცხადებებს. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იერუსალიმსა და ღაზაში ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად საქმეში ჩაერთო. იგი ტელეფონოთ დაუკავშირდა ჯერ იორდანიის მეფე აბდულა II- ს, შემდეგ კი ქუვეითის ემირს შეიხ ნევაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბირ ალ-საბას.

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა მოახერხა გაეროს თაოსნობით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის  და მსოფლიოს სახელმწიფოების ყურადღება მიეპყრო ისრაელის მიერ განხორციელებული სახელმწიფო ტერორის მიმართ. „ჩვენ აღარ ვუყურებთ მსოფლიოს მიერ ამ დევნის წინააღმდეგ სამი მაიმუნის თამაშს. ჩვენ არ დავუშვებთ პალესტინის ნაბიჯ-ნაბიჯ ოკუპაციას.” - თქვა ალთუნმა.

თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში (TBMM) სამართლიანობისა და განვითარების პარტიის, (AK Parti), რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP), სახალხო დემოკრატიული პარტიის (HDP), ეროვნული მოძრაობის პარტიის (MHP) და პარტია „იი“-ს (İYİ) საპარლამენტო ჯგუფებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება და დაგმეს ისრაელის თავდასხმები ალ-აქსას მეჩეთზე - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. განცხადებაში, ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის წინააღმდეგ მოუწოდეს მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას დროის დაკარგვის გარეშე მიიღოს ქმედითი და ეფექტური ზომები.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, თურქი ხალხი ქუჩაში გამოვიდა ისრაელის მიერ პალესტინასა და ალ-აქსას მეჩეთზე თავდასხმების გასაპორტესტებლად. მრავალ პროვინციაში ათასობით ადამიანმა ისრაელის პოლიციის მიერ ალ-აქსას მეჩეთში მყოფ პალესტინელებზე თავდასხმა გააპროტესტა. თურქეთისა და პალესტინის დროშებით ხელში შეკრებილმა მოქალაქეებმა პალესტინისთვის ილოცეს.

და ბოლოს, გაზეთ „სტარ“-ში მოყვანილია ტრიპოლში თურქეთის ელჩის, ქენან ილმაზის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ორმხრივი ურთიერთობები თურქეთსა და ლიბიას შორის კარგ გზაზე გაგრძელდება და ლიბიაში თურქ ბიზნესმენებს დიდი შესაძლებლობები აქვთ. „ეკონომიკის სფეროში თურქ საქმოსნებს, ექსპორტიორებსა და ინვესტორებს დიდი შესაძლებლობები აქვთ. მე მათ ლიბიაში ვიწვევ.“ - განაცხადა ელჩმა ილმაზმა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები