თურქული პრესა 10.05.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1637248
თურქული პრესა 10.05.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ევროპის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, რომ ევროკავშირის წინაშე ყველაზე დიდი დაბრკოლება იმისთვის, რომ გახდეს ძლიერი გლობალური მოთამაშე, არის სტრატეგიული მოთმინებისა და ხედვის ნაკლებობა. ”აშკარაა, რომ ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის გარეშე არსებობას ძლიერი ფორმით ვერ გააგრძელებს.“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ევროკავშირის განყოფილების ხელმძღვანელმა, ელჩმა ფარუქ ქაიმაქჩიმ, რომელმაც გუშინ გამოაქვეყნა ვიდეო გზავნილი 9 მაისის ევროპის დღის აღსანიშნავად, აღნიშნა, რომ თურქეთსა და ევროპას აქვთ საერთო წარსული და მხარეებმა ერთად უნდა ააშენონ მომავალი. ”ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი ძლიერ თურქეთთან ერთად შეიძლება იყოს უფრო ძლიერი და გახდეს გლობალური მოთამაშე”- განაცხადა ქაიმაქჩიმ.

ბორის თხევადი ნარჩენებიდან წარმოებულმა ლითიუმმა წარმატებით გაიარა ბატარეების ყველაზე დიდი მწარმოებლის, სამხედრო ბატარეების მრეწველობისა და სავაჭრო კორპორაციის (ASPİLSAN) მიერ ჩატარებული ტესტები  - წერს გაზეთი „ვათანი“. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფათიჰ დონმეზმა თავის „თვითერი“-ს ანგარიშით განაცხადა: "თურქეთის ლითიუმმა გამოცდა 100 ქულით ჩააბარა. თურქეთის მაღალტექნოლოგიური პროდუქტები ძალას იპოვიან ადგილობრივი ლითიუმით".

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, თურქეთის ავიახაზებმა (THY) შეინარჩუნა ლიდერობა ევროპაში 6 მაისს დღეში საშუალოდ 504 ფრენით. ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) ფრენის მიმოსვლის ანგარიშის თანახმად, THY-ს 392 რეისით Air France მოჰყვება.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“ იუწყება, რომ წლის პირველ 4 თვეში მთლიანი საავტომობილო წარმოება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 პროცენტით გაიზარდა და 415 ათას 187 ერთეულს მიაღწია, ხოლო ავტომობილების წარმოება 18 პროცენტით გაიზარდა და 288 ათას 211 შეადგინა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები