თურქული პრესა 07.05.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1635726
თურქული პრესა 07.05.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ შეფასება მისცა რა კაიროში თურქი და ეგვიპტელი დელეგაციების შეხვედრის შედეგებს, თქვა, რომ ამ პირველმა შეხვედრამ, კონსტრუქციულ და პოზიტიურ ატმოსფეროში ჩაიარა, რაც ურთიერთობების ახლიდან აღდგენის იმედს იძლევა. ”უახლოეს პერიოდში დისკუსიები გაგრძელდება და გადაიდგმება ყველანაირი ნაბიჯები, რათა ორი ქვეყნის ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტს ახლიდან დაუბრუნდეს,” განაცხადა ჩავუშოღლუმ, წერს ვათანი

Hürriyet-ი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც იგი საერთაშორისო საზოგადოებრიობას მოუწოდებს, მკაცრი რეაგირება მოახდინონ და ზეწოლა განახორციელონ ისრაელზე, რათა მან შეაჩეროს უკანონო დასახლებების მშენებლობა დასავლეთ იორდანიის სანაპიროსა და იერუსალიმში

"თურქული ვაქცინა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სიაში შევიდა", ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ:  თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური სამეცნიერო საბჭოს (TÜBİTAK) თავჯდომარემ, პროფესორმა ჰასან მანდალმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ინოვაციური არააქტიური ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ თურქი მეცნიერ-მკვლევარები, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) სიაში შევიდა. “გარდა ამისა, ვირუსის მაგვარ ნაწილაკებზე დაფუძნებული ვაქცინაც ასევე შევიდა WHO–ს სიაში“, განაცხადა მანდალმა, აღნიშნავს სტარი

Sabah-ი, ეკონომიკის გვერდზე იუწყება, რომ წელს, თურქეთის თავდაცვისა და საავიაციო ინდუსტრიის ექსპორტში პირველ ადგილზე ჯერჯერობით აშშ-ია. თავდაცვისა და საავიაციო ინდუსტრიამ მიმდინარე წლის 4 თვეში ექსპორტში გაიტანა 1 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია და აქედან ყველაზე მეტი, დაახლოებით 400 მილიონამდე დოლარის პროდუქცია აშშ-მა შეიძინა, ხაზს უსვამს გაზეთი საბაჰი

Yeni Şafak-ი, კულტურისა და დასვენების გვერდზე ინტერვიუს აქვეყნებს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის პირველ მოადგილე ნადირ ალფასლანთან, რომელმაც განაცხადა, რომ გასულ კვირას უკრაინის დელეგაცია ეწვია ანკარას, რომელმაც თურქეთში უსაფრთხო ტურიზმის სასერთიფიკატო პროგრამა წარმატებულად მიიჩნია და მათ ზუსტად ასეთივე მსგავსი პროექტი აქვთ რუსი ტურისტებისთვისაც, რომლის განხილვის მიზნით მომავალ კვირას ანკარას ეწვევა რუსეთის დელეგაცია



მსგავსი ინფორმაციები