თურქული პრესა 05.05.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1634188
თურქული პრესა 05.05.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის არმიის მხრიდან, ტერ ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ ერაყის ჩრდილოეთში დაწყებული ოპერაციები სახელწოდებით, “კლანჭი მეხი“ და “კლანჭი ელვა,“ წარმატებით გრძელდება და მის ფარგლებში “მეჰმედჩიკები“, ე.ი. თურქი ჯარისკაცები ავიდნენ ზენდურეს მთაზე, ე.ი იმ მთაზე, რომელზეც ასვლას  ”შეუძლებლად” მიიჩნევდნენ სეპარატისტების ლიდერები. ამ მთას მეტად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რეგიონში, რადგან უკვე თურქი ჯარების კონტროლ ქვეშ იქნება ტერორისტების ის ბაზები, საიდანაც დროდადრო შეღწევას ცდილობენ თურქეთის ტერიტორიაზე და აწყობენ თავდასხმებს თურქ სამხედროებზე და მოქალაქეებზე, ხოლო მეორეს მხრივ კი ძალიან მიუახლოვდნენ კანდილის მთებს, სადაც განლაგებულია პკკ-ას მთავარი სამხედრო შტაბი და აქ იმალებიან მისი ლიდერები, წერს ვათანი

Hürriyet-ი, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის მიერ ლიბიის შესახებ გავრცელებულ განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ ანკარა აგრძელებს საქმიანობას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში ლიბიასთან გაფორმებული საზღვაო ავტორიზაციის ხელშეკრულების ფარგლებში და ამიტომ, "საბერძნეთის მცდელობები, გააუქმოს ეს შეთანხმება, უშედეგო იქნება". მისივე თქმით, თურქეთის ყოფნას ლიბიაში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის უფლებების, ინტერესების და სარგებლის დაცვის თვალსაზრისითაც

Yeni Şafak-ის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ თურქეთის საექსპორტო ფირმებისა და კომპანიების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც თავისთავად მნიშვნელოვან როლს ასრულებს თურქეთის ექსპორტის განვითარება-გაზრდაშიც. “აპრილში ექსპორტი პირველად განახორციელა 2444 კომპანიამ, ხოლო მიმდინარე წლის ოთხი თვის განმავლობაში კი 6788 კომპანიამ და მათ მიერ წარმოებულმა საექსპორტო თანხამ 345 მილიონ დოლარს გადააჭარბა“, ხაზს უსვამს იენი შაფაკის ეკონომიკური მიმომხილველი 

“აზერბაიჯანის არმიამ თურქული უპილოტოებით სათითაოდ გაანადგურა მტრის სამიზნეები", ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: აზერბაიჯანის არმიამ გასულ კვირას წვრთნები ჩაატარა თურქული წარმოების Bayraktar/ბაირაქთარ სახელწოდების შეიარაღებული უპილოტო საჰაერო აპარატებით (SİHA) და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაზიარებულ ვიდეოებში კარგად ჩანს, თუ ეს უპილოტოები როგორ გამოდიან ბაზიდან, როგორ მიდიან ასაფრენი ბილიკისკენ, როგორ ივსებიან საწვავით, როგორ ფრინდებიან, როგორ ავლენენ და როგორ ანადგურებენ მოწინააღმდეგის იმიტირებულ სამიზნეებს

Sabah-ი ეკონომიკურ გვერდზე იუწყება, რომ ეპიდემიის მიუხედავად, თურქეთის ავიახაზები (THY) საგრძნობლად გაიზარდა. THY–მ პირველი კვარტალის ანგარიში გამოაქვეყნა და მისი მიხედვით ეს კვარტალი მოგებით დაასრულეს, როცა მსოფლიოს ისეთმა გიგანტებმა, როგორებიცა Lufthansa/ლუფთჰანსა (1 მილიარდი ევრო) და Swiss Air/სვისაირმა (350 მილიონი დოლარი) ზარალით დაასრულეს



მსგავსი ინფორმაციები