თურქული პრესა 26.04.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1628466
თურქული პრესა 26.04.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ჩანაქქალეს სახმელეთო ბრძოლების 106-ე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელბულ გზავნილში აღნიშნა: „მტკიცედ გავაგრძელებთ ჩანაქქალეს სულისკვეთების შენარჩუნებას და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ მის უფრო გაძლიერებას.“

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, ერაყის ჩრდილოეთში ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ ოპერაციები „კლანჭი-ელვა“ და „კლანჭი-მეხი“ გრძელდება. ეროვნული თავდაცვის სამინიტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „ოპერაციების „კლანჭი-ელვა“ და „კლანჭი-მეხის“ ფარგლებში ტერორისტების ბუნაგებში შევიდნენ და საჰაერო ძალებმა ტერორისტული სამიზნეები გაანადგურეს.“

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა , ერსინ თათარმა, საბერძნეთში გამომავალ გაზეთ „კატიმერინი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თურქეთთან ბევრი საერთი ინტრესი აქვთ და დაამატა: თურქეთი დიდი ქვეყანაა, ამ ქვეყნის გარანტორია და დედასამშობლოა, აქ მას სიტყვის უფლება აქვს.“-წერს გაზეთი „სტარი“.

გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თავდაცვის მრეწველობის მიმართულების ხელმძღვანელმა ისმაილ დემირმა განაცხადა, რომ Aksungur SİHA-ს (შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი) მიერ პირველად გატყორცნილი 340 კილოგრამის KGK-SİHA-82-ით 30 კილომეტრის რადიუსში მდებარე სამინზე წარმატები განადგურდა.

და ბოლოს, ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში, ბერძნულ-რომაულ სტილში 130 კილოგრამი წონით კატეგორიაში რიზა ქაიაალპმა, ქართველი მეტოქე იაკობ ქაჯაია დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. მან ამით კარიერის მანძილე მეათედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები