თურქული პრესა 01.03.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1592606
თურქული პრესა 01.03.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ციფრული კონვერტაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ალი თაჰა ქოჩმა, განაცხადა, რომ მათ მიზნად აქვთ დასახული თურქეთში შექმნან ისეთი გიგანტური ტექნოლოგიების შემცვლელები, როგორიცაა Google, Amazon, Facebook, Apple, Microsoft. „თურქეთის მონაცემები თურქეთში დარჩება. ამისათვის ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ ადგილობრივი პროდუქტები, განსაკუთრებით სოციალური მედიის პლატფორმები ან მყისიერი შეტყობინებების ან ვიდეო კონფერენციების პროგრამები.”-განაცხადა ქოჩმა.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, ინგლისში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის საერთაშორისო მოგზაურობა 17 მაისიდან თავისუფალი იქნება. მსოფლიოში ცნობილი მუღლას რაიონები მარმარისი, ბოდრუმი და ფეთჰიე ბრიტანელ ტურისტებში ყველაზე პოპულარული ადგილებია. ტურიზმის სააგენტოებმა და სასტუმროების წარმომადგენლებმა დაიწყეს მოლაპარაკებები ბრიტანეთის საერთაშორისო ტუროპერატორებთან, რომლებიც მოიცავს შოტლანდიას, ჩრდილოეთ ირლანდიას, უელსს და ინგლისს.

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ეპიდემიამ გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზები დაარღვია - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. გლობალური ეკონომიკა, რომლის ზრდა 3.5-დან 4 პროცენტამდე უნდა ყოფილიყო, 4.3 პროცენტით შემცირდა. განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის ეკონომიკური ზრდა მხოლოდ თურქეთსა და ჩინეთში დაფიქსირდა.

გაზეთ „სტარ“-ში მოყვანილია კომპნია „ბაიკარი“-ს აღმასრულებელი დირექტორის ჰალუკ ბაირაქტარის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატის (TİHA)  „აქინჯის“ შემდეგ თურქეთში უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავის შექმნა. „უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავის კონცეპტუალური დიზაინის ეტაპზე ვართ. ეს იქნება პლატფორმა, რომელსაც შეეძლება ფრენა ბგერის სიჩქარეზე.”-თქვა ბაირაქტარმა.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, ფილმი ‘Five Eyes’-ის, რომლის გადაღებები დღემდე გრძელდება ანტალიაში, რეჟისორი და სცენარისტი, ბრიტანელი გაი რიჩი, სტამბოლში მოგზაურობის ფარგლებში ეწვია აიასოფიას მეჩეთს და თოფქაფის სასახლეს. დელეგაციამ, რომელშიც შედიოდა გაი რიჩი, მისი მეუღლე, მსახიობი ჯაკი ენსლი, ამერიკელი მსახიობი ჯოშ ჰარტნეტი, პროდიუსერი ივან ატკინსონი, Warner Bross-ის მმართველი ჯოშ ბერგერი და Miramax-ის აღმასრულებელ დირექტორი, ბილ ბლოკი, უფლებამოსილი პირებისგან მიიღო ინფორმაცია ისტორიული ადგილების შესახებ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები