თურქული პრესა 26.02.2021
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით, სომხეთში განხორციელებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა შეაფასა და მომხდარი დაგმო რა, იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი დროულად დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრების რიტმს.
გაზეთი „Star“-ი პიტერ სიიარტოს განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად, მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით თურქეთთან მჭიდროდ უნდა ითანამშორმლოს.
გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ (EUROCONTROL) 18-24 თებერვლის ფრენების სიხშირის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თურქეთის ავიახაზებმა დღიურად 603 ფრენის განხორციელებით, ყველა სხვა ავიაკომპანიაზე მეტი რეისი შეასრულა და ევროპაში პირველი ადგილის პოზიცია ისევ შეინარჩუნნა.
გაზეთ „Haber Türk“-ის ეკონომიკური მიმომხილველი ყვავილების ექსპორტზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: თურქეთიდან მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 21 თებერვლის შუალედში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ყვავილების ექსპორტი 19%-ით გაიზარდა, რომლის შემოსავალმაც 23 მილიონ 752 ათასი დოლარი შეადგინა.
გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ პრეზიდენტის თავდაცვის ინდუსტრიის სამმართველომ, საავიაციო და კოსმოსური ინდუსტრიის (TUSAŞ) მხრიდან წარმოებული მოიერიშე ვერტმფრენი პოლიციის სამმართველოს გადასცა.