თურქული პრესა 16.02.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1584381
თურქული პრესა 16.02.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის, აშშ-ს მიმართ კრიტიკაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში, ერაყში გარას რეგიონში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს მხრიდან ვერაგულად მოკლული 13 თურქეთის  მოქალაქის ფაქტთან დაკავშირებით მდუმარე ამერიკა მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა: „აბა თქვენ არ იყავით PKK-სთან, YPG-სთან ერთად. კიდევ ერთხელ ნათლად დამტკიცდა, რომ თქვენ მათთან ერთად ხართ.“

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ ანკარაში, აშშ-ს ელჩი PKK-ს მხრიდან განხორციელებული ვერაგული  მკვლელობის განხორციელების თაობაზე ამერიკის მხრიდან გაკეთებული განცხადების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს და საკითხთან დაკავშირებით პასუხიც მოსთხოვეს.

ცნობისათვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ერაყის გარას რეგიონში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს მიერ თურქეთის 13 მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა: „თუ სიმართლეა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთის მოქალაქეები ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს ხელში დაიღუპნენ, ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ ფაქტს.“

გაზეთი „Sabah“-ის მიხედვით საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის ამერიკელ ახალ კოლეგა, ენტონი ბლინკენის ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობები, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის და PKK-ს მიერ თურქეთის 13 მოქალაქის მკვლელობის საკითხები იქნა განხიილული.  

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის (MİT) მიერ უზბეკეთში ჩატარებული ოპერაციის შედეგად FETÖ-ს (ფეთულა გულენის ტერორისტული ორგანიზაცია)  წევრი გურბუზ სევილაი და თამერ ავჯი იქნა დაკავებული რა, ისინი თურქეთში ჩამოიყვანეს. მათ ასევე ერაყსა და სირიაში PKK/KCK-PYD/YPG-SDG-ს ტერორისტულ ორგანიზაციებზე იარაღის მიწოდებაც ედებათ ბრალად.

გაზეთ „Haber Türk“-ის სპორტული მიმომხილველი იუწყება, რომ კარიერის ფენერბაჰჩეში გამგრძელებელი არსენალის ყოფილი ნახევარმცველის, მესუთ ოზილის ხელმოწერილმა ფორმამ გაყიდვების რეკორდი დაამყარა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები