თურქული პრესა 18.01.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1565649
თურქული პრესა 18.01.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, არაბული პრესა წერს რომ, „არაბული ოთხეული“, რომელმაც დაასრულა ყატარის ემბარგო, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი და ეგვიპტე, თურქეთთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებისთვის ერთმანეთს კონკურენციას უწევენ. არაბული პრესის ცნობით, ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საემიროები უახლოეს მომავალში ლიბიაში თურქეთის მოთხოვნებისა და ინტერსების საწინააღმდეგო მოქემედებებს არ განახორციელებენ და შესაძლოა ლიბიის პოლიტიკაში უკან დაიხიონ.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, თურქეთის ადგილობრივი წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი (İHA), რომელიც დიდ დაინტერესებას იწვევს ტექნოლოგიების სამყაროში, ამჯერად დამატებული ახალ სისტემით მიიპყრობს ყურადღებას. დაზვერვის სისტემა, რომელიც შემუშავებულია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების აღმოსაჩენად, ინტეგრირებულია უპილოტო საფრენ აპარატში. სისტემა რთულ სამოქმედო გარემოში დაზვერვას განახორციელებს და რეალურ დროში გადაგზავნილი გაზომვითი ინფორმაციებით დაადგენს საფრთხის მასშტაბებს.

გასულ წელს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიდან რუსეთში ექსპორტირებული იქნა 10,715 ტონა შავი ზღვის ორაგული და მიღებული იქნა 49 მილიონ 992 ათას 254 დოლარის შემოსავალი. -წერს გაზეთი „ვათანი“. შარშანწინ რეგიონიდან რუსეთში 3 ათას 595 ტონა ორაგულის ექსპორტის შედეგად მიღებული იქნა 20 მილიონ 670 ათას 358 დოლარის მოგება. ამრიგად, შარშან შავი ზღვის ორაგულის ექსპორტი რუსეთში წინა წელთან შედარებით 198 პროცენტით, ხოლო შემოსავალი 142 პროცენტით გაიზარდა.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, WhatsApp-ის „ახალი ხელშეკრულების დაკისრების“ შემდეგ, თურქული პროგრამის BİP-ის მიმართ ინტერესი ქვეყნის საზღვრებს გასცდა. თურქეთის კომუნიკაციის პლატფორმა BİP-ი ბანგლადეშელი მომხმარებლების ყველაზე სასურველი პროგრამა გახდა. აპლიკაციების მაღაზიაში BİP-მა 92 საფეხურით წინ გადაინაცვლა.

და ბოლოს, „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, მსოფლიოში ცნობილმა ფეხბურთელმა, მესუთ ოზილმა, რომელიც ინგლისის „არსენალს“ დაშორდა, შეთანხმებას მიაღწია „ფენერბაჰჩესთან“. სტამბოლში ჩასულმა ოზილმა განაცხადა, რომ ”ოცნება მასაც აუხდა”. მესუთ ოზილის ტრანსფერი, რომელსაც „ფენერბაჰჩეს“ გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ, უკვე იფოციალურ სახეს იღებს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები