თურქული პრესა 15.01.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1564066
თურქული პრესა 15.01.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გუშინ, ანკარის საქალაქო საავადმყოფოში კოვიდ-19-ის ვაქცინა ჩაუტარდა. ვაქცინაციის შემდეგ, ერდოღანმა განაცხადა: "ჩვენი წარმატებული ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში  პირველი დოზის აცრა ჩაუტარდა უკვე 254 ათასი ჯანდაცვის მუშაკს და მეც მათ შევუერთდი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაციას ძალიან მოკლე დროში დავასრულებთ და გადავალთ ნორმალურ ცხოვრებაზე."

Yenişafak-ი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრო კულებას მხრიდან ლიბიაში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების განთავისუფლების თაობაზე გარვცელებულ განაცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ხაზგასმით ამბობს: ”დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ოპერაციის საბოლოო წარმატება შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი თურქი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, რისთვისაც დიდად მადლობელი ვართ”

Sabah-ი ამერიკულ გაზეთ "Washington Times“-დან გადმოთარგმნილ სტატიას ბეჭდავს და მასში დიდი ქებით მოიხსენიებენ თურქულ SİHA-ს, ე.ი. შეიარაღებული უპილოტო საფრენ აპარატებს. გაზეთის სამხედრო ექსპერტის აზრით, აზერბაიჯანის გამარჯვებაში სომხეთის წინააღმდეგ მთიანი ყარაბაღის ომში დიდწილად განაპირობა სწორედ თურქულმა უპილოტოებმა. “თურქული შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატის, Bayraktar TB2–ის ტექნოლოგიური უპირატესობა საკმარისად ძლიერია და მას შეუძლია შეცვალოს ომის მსვლელობა, რაც უფრო ადრე კარგად გამოჩნდა სირიაში და ლიბიაშიც“, აღნიშნავს "Washington Times“-ის სამხედრო ექსპერტი

Hürriyet-ის მიხედვით, "სტამბოლის აეროპორტი" კანდიდატად არის წარდგენილი ჟურნალ Travel and Leisure-ის მიერ ორგანიზებულ "მსოფლიოს საუკეთესო 10 საერთაშორისო აეროპორტი"-ის გამოკითხვაში და კონკურენციას უწევს მსოფლიოს ყველაზე განთქმულ საერთაშორისო აეროპორტებს. “თქვენც შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ და ხმა მისცეთ გამოკითხვას, რისთვისაც აუცილებელია ეწვიოთ "https://wba.m-rr.com/home" საიტს,“ წერს ჰურრიეთი

"თურქეთის ავიაკომპანია-THY, ევროპის მწვერვალზეა", ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, თურქეთის ავიახაზებმა, ახალი წლიდან დაწყებული 13 იანვარამდე მთლიანობაში 543 ავიარეისი შეასრულეს და ევროპის ავიაკომპანიების სათავეში მოექცნენ



მსგავსი ინფორმაციები