თურქული პრესა 13.01.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1562589
თურქული პრესა 13.01.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: გუშინ, პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან, ჩანქაიას სასახლეში გამართული შეხვედრის დროს საბერძნეთს მოუწოდა, რომ  შეწყვიტოს დაძაბულობის ესკალაცია. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მათი სურვილია აღმოსავლეთი ხმელთაშუა ზღვა კონკურენტული სფეროდან თანამშრომლობის აუზად გადააქციონ.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, თურქეთში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ რეფორმების განხორციელებისათვის ერთგულები არიან და ამისათვის ევროკავშირისგან დახმარებას ითხოვენ. მისივე თქმით, ისინი, მათ მომავალს ევროპაში ხედავენ.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ პირველი ეროვნული წარმოების ზოგადი დანიშნულების ვერტმფრენის (Gökbey) ძრავა, სანომრე ნიშნით TEI-TS1400 წარმატებით ამუშავდა.

გაზეთი „Star“-ის მიხედვით, თურქეთიდან გასულ წელს ყველაზე მეტი ციტრუსის ექსპორტი (71%) აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან განხორციელდა, რომლის ღირებულებამაც 661 მილიონ 787 ათასი დოლარი შეადგინა.

გაზეთ „Hürriyet“-ის სპორტული მიმომხილველი ევროპაში თურქი ფეხბურთელების წარმატებაზე ამახვილებს ყურადღებას და იუწყება, რომ გასულ თვეში იტალიის მილანში მოთამაშე ჰაქან ჩალჰანოღლუ, ხოლო მიმდინარე თვეში ფრანგულ კლუბ ლილში მოთამაშე იუსუფ იაზიჯი დასახელდა საუკეთესო ფეხბურთელად.

 

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები