თურქული პრესა 24.11.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1533199
თურქული პრესა 24.11.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

 

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფით გერმანელმა მეზღვაურებმა გააჩერეს და გაჩხრიკეს თურქული გემი Roseline A, რომელსაც ლიბიაში საკვები პროდუქტები მიჰქონდა. გერმანელებმა ჰუმანიტარული დახმარების გარდა ვერაფერი იპოვნეს და დაახლოებით 16 საათის შემდეგ გემი დატოვეს. თურქეთმა ოპერაცია დაგმო და ევროკავშირს იტალიასა და გერმანიას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰამი აქსოიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ ლიბიის ლეგიტიმურ მთავრობასთან, თურქეთთან და ნატო-სთან კონსულტაციის ჩატარების გარეშე ხმელთაშუა ზღვაში დაწყებული ოპერაცია „ირინი“-ს მიუკერძოებლობა სადავოა. აქსოის თქმით, ასეთ ვითარებაში გემების მიმართ, რომლებსაც ტვირთი გადააქვთ თურქეთიდან ლიბიაში, ორმაგი სტანდარტებით და უკანონო მიდგომა (გემზე უკანონო ჩხრეკის ჩატარება) ყოვლად მიუღებელია.

ამერიკელმა ექსპერტმა ჯეისონ პაკმა განაცხადა, რომ ლიბიაში ომის საჰაერო განზომილებას სტრატეგიულად მთლიანად უცხოელები ახორციელებენ, მაგრამ ომი თურქეთმა მოიგო - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. მისივე თქმით, არაკანონიერი ძალების ლიდერმა ხალიფა ჰაფტერმა და ლიბიის ეროვნულმა არმიამ, არაბთა გაერთიანებული საემიროების მსგავსი ქვეყნების მხარდაჭერით დაიწყო ომი და ამ წლის დასაწყისიდან, თურქეთის უპილოტო საჰაერო აპარატების თაოსნობით ახალი საბრძოლო ტექნოლოგიების პირისპირ დამარცხდა.

გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ ესპანეთის წამყვანი გაზეთებიდან „ელ პაის“-ში თურქეთის უპილოტო საფრენ აპარატებზეა საუბარი. გაზეთი თურქულ შეიარაღებულ უპილოტო საჰაერო აპარატებს "ცის ახალ მფლობელებს" იწოდებს და ნათქვამია, რომ ისინი ფასისა და ეფექტურობის თვალსაზრისით ბევრად უკეთესია ომებში გამოყენებულ სხვა საჰაერო აპარატებთან შედარებით. „ელ პაისი“ წერს, რომ ისინი ასევე არიან ძლიერი პროპაგანდისტული იარაღი, რადგან მათ შეუძლიათ ჩაიწერონ განადგურებული სამიზნეები, ისინი ძალიან ეფექტურია მტრის დემორალიზაციისთვის.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, წელს რუსმა და უკრაინელმა ტურისტებმა, რომლებიც ალპებში ვერ მიდიან, გეზი თურქეთისკენ აიღეს. მაღალმა მოთხოვნამ სასტუმროების ჯავშნები 80 პროცენტამდე გაზარდა. თურქეთში ამ ზამთარში სათხილამურო კურორტები დატვირთულ სეზონს გაატარებენ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები