თურქული პრესა 20.11.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1531040
თურქული პრესა 20.11.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში, ვაჰდეთთინის სასახლეში, თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის (TIM), დელეგაციასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მათ ქვეყანას აქვს იმის შესაძლებლობა და შანსი  ახალ გლობალურ არეალზე თავისი სიტყვა თქვას და თავი დაიმკვიდროს რა, ამისათვის ყველაფერს აკეთებენ.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის უკანონო დასახლებების  მონახულება გააკრიტიკა და  „სასოწარკვეთილი“ ქმედება უწოდა.

გაზეთი „Vatan“-ი ჰულუსი აქარის ლიბიასთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ ლიბიის მშვიდობისა და სტაბილურობისათვის, ხუნტა ხალიფა ხაფთარის მიმართ ყველა საერთაშორისო მხარდაჭერა უნდა შეწყდეს.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ კომპანია BioNtech-ის აღმასრულებელი დირექტორი წარმოშიბით თურქი მეცნიერი უღურ შაჰინი აცხადებს, რომ ახალი ტიპის  კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგო ვაქცინა  შესაძლოა, წლის ბოლომდე გავრცელდეს.

გაზეთ „Star“-ის მიხედვით, ჩინური ტექნოლოგიური კომპანია, H3C  თურქეთში გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის ემზადება.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები