თურქული პრესა 28.10.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1517276
თურქული პრესა 28.10.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Akşam“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს სირიის, ლიბიის და მთიანი ყარაბაღის საკითხები განიხილეს.

გაზეთი „Takvim“-ი წერს, რომ პრეზიდენტ ერდოღანის მხრიდან, ანტი-ისლამური გამოსვლების გამო, საფრანგეთის პროდუქციებზე ბოიკოტის გამოცხადების მოწოდებამ, მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერა გამოიჩინა. სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ  შტრიხ-კოდის ნომრებით 30-დან 37-მდე პროდუქტი ფრანგული წარმოებისაა.

„მსოფლიომ ჩკთრ უნდა აღიაროს“, ასეთი სტატის იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Milliyet“-ში და მასში ვკითხულობთ: არჩევნების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩამოსულმა, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ერსინ თათარმა განაცხადა, რომ მსოფლიომ უნდა აღიაროს ჩკთრ.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა, Amazon-ის  და  Apple-ს მსგავს გიგანტურ კომპანიებს თურქეთის შესახებ ესაუბრა და განაცხადა, რომ თურქეთის ეკონომიკა გარდამტეხ ეტაპზეა. მისივე თქმით,  კაპიტალის ინვესტიციების ახალი ტალღა დაიწყო ჰორიზონტზე, რის ფარგლებშიც მრავალმა გლობალურმა  კომპანიამ ინვესტიციები  თურქეთის მდებარე რეგიონში მოაბრუნეს.  

გაზეთ „Sabah“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელლწოდებით; „97-ე წლისთავთან დაკავშირებით გრანდიოზული აღნიშვნა“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 97-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე 83 მილიონი თურქი კიდევ ერთხელ უნდა გაერთიანდეს. ღონისძიებების ფარგლებში პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ანითქაბირს ეწვევა, პრეზიდენტის სასახლეში კი  ეროვნული ბრძოლის გამოფენა გაიხსნება.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები