თურქული პრესა 27.10.2010

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1516486
თურქული პრესა 27.10.2010

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც გააკეთა ბეშთეფეს საპრეზიდენტო კომპლექსის კონგრესისა და კულტურის ცენტრში, ბერლინში, მეჩეთის დარბევაზე თვალის დახუჭვის გამო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მკაცრად გააფრთხილა და თქვა: “თქვენი უნიათობის დაფარვის მიზნით არჩეული გზა, თქვენვე მოგიტანთ კატასტროფას.“

Star-ი იუწყება, რომ საბერძნეთმა 29 ოქტომბრისა და თურქეთმა 28 ოქტომბრისათვის გამოხადებული NAVTEX-ი, (საზღვაო ინფორმაციის მიწოდება) ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გააუქმეს. “ამასთან თურქეთმა, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ეგეოსის საკითხის დიალოგის გზით მოგვარების მიზნით, ადრე დაგეგმილი საზღვაო წვრთნებიც გააუქმა, რითაც კიდევ ერთხელ გამოიჩინა კეთილი ნება“, იუწყება სტარი

Haber Türk-ი, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრის ბერატ ალბაირაქის გუშინდელ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ თურქეთის ეკონომიკა კვლავ პროგრესირების გზით მიდის, რაც ხელს შეუწყობს ზრდის ტენდეციას. ”ოქტომბერში  მომსახურების სექტორის ნდობის ინდექსმა 6,4 პროცენტით, საცალო ვაჭრობის სექტორის ნდობის ინდექსმა 1,7 პროცენტით მოიმატა, ხოლო შესაძლებლობების გამოყენების მაჩვენებელი კი 74,9 პროცენტამდე გაიზარდა", განაცხადა ალბაირაქმა

Vatan-ი ინტერვიუს აქვეყნებს მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრ მუსტაფა ვარანკთან, რომლის თქმითაც, მიმდინარე წლის ბოლო ორ კვარტალში თურქეთმა ძლიერი ზრდა აჩვენა და მას მინიმალური ზარალით დაასრულებენ. “ჩვენი ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 50 პროცენტით გაიზარდა,” ხაზგასმით აღნიშნა ვარანქმა, წერს ვათანი

"TOGG–მა გამოაცხადა თურქული ელექტრომობილის დეტალები", ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: “თურქეთის საავტომობილო საწარმოთა ჯგუფმა TOGG-მ, ვიდეო რგოლით აჩვენა იმ ბატარეის ტექნოლოგიური დეტალები, რომლებიც გამოყენებული იქნება ადგილობრივი, ე.ი. თურქული ავტომობილის წარმოებაში. ეს ელექტროავტომობილები ერთ დატვირთვაზე 300-500 კილომეტრს გაივლიან და მათი დატენვა შესაძლებელი იქნება 30 წუთში“, წერს საბაჰი



მსგავსი ინფორმაციები