თურქული პრესა 22.10.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1513815
თურქული პრესა 22.10.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც იბრაჰიმ ქალინის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული: პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა  მხოლოდ მაშინ დაისადგურებს, როდესაც ყარაბაღი გათავისუფლდება ოკუპაციისგან. ქალინმა აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ყარაბაღში დიპლომატიური გადაწყვეტა არ არსებობს“, სოციალური ქსელ,  Twitter-ის  მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში უპასუხა. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი, აზერბაიჯანის სამართლიანი უფლებების გვედრითაა.

გაზეთ „Sabah“-ში ყურადღებას იპყრობს სტატის სახელწოდებით „TÜRKSAT 5A-ს კოსმოსში გაშვების თარიღი ცნობილია“ და მასში ვკითხულობთ: ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ, ადილ ქარაისმაილოღლუს განცხადებით, „TÜRKSAT 5A“-ს  (თურქეთის  სატელიტური კომუნიკაციებისა და საკაბელო ტელევიზიის ოპერაციების კომპანია) კოსმოსში 2021 წლის პირველ  ნახევარში, ხოლო   „TÜRKSAT  6A“-ს 2022 წელს გაუშვებენ.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ Turkish Cargo, რომელიც თურქეთის ავიახაზების (THY)  შვილობილი კომპანიაა, საერთაშირისო გადაზიდვების არეალი გააფართოვა და კიდევ ექვსი მიმართულება დაიმატა. მათ შორის გახლავთ, ლონდონი, ბუქარესტი, ბანკოკი, სინგაპური, ბეირუთი და ლაჰორი.  

გაზეთი „Star“-ის მიხედვით, თურქმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ნაკრები, რომლის საშუალებითაც ხდება პირის ღრუს გამოვლებით სინჯების აღება, რაც ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ტესტების მგრძნობელობას 20-ჯერ ზრდის.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ ფილმ „მოჩვენებებმა“ (Hayaletler), რომლის მწერალი და რეჟისორი,  აზრა დენის ოქიაი გახლავ და  რომელიც დილექ აიდინმა გადაიღო, ვარშავის 36-ე  საერთაშორისო კინოფესტივალზე ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა ჯილდო მოიპოვა.

 

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები