თურქული პრესა 16.10.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1510246
თურქული პრესა 16.10.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის იყო და იქნება ჩაგრულების გვერდით. მისივე თქმით როგორც ლიბიაში, სირიაში, სომალიში ამჟამადაც აზერბაიჯანლების გვერდითაა, რომლებიც სომხეთის ძალადობას  განიცდიან.

„ალიევი, თურქეთს შეუძლია, აზერბაიჯანში სამხედრო ბაზა შექმნას“  ასეთი სტატის იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ 40-მდე ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს სომხეთის ოკუპაციისგან. მისივე თამით, რეგიონში თურქეთის გარეშე არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლებელია. ალიევმა ასევე დასძნა, რომ იმ შემთხვევაში თუ მისი ქვეყანა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, თურქეთს შეეძლება, აზერბაიჯანში სამხედრო ბაზა შექმნას.

გაზეთ „Hürriyet“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „ფაშინიანმა მარცხი აღიარა“ და მასში ვკითხულობთ: მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმზე დაუმორჩილებლობით, განჯაში სამოქალაქოების მიმართ განხორციელებული თავდასხმების წინააღმდეგ საპასუხო ცეცხლის გამხსნელ აზერბაიჯანისგან მძიმე მარცხი განიცადეს. ამის შესახებ თვით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისი თქმით, ბრძოლის ხაზზე სერიოზული დანაკარგები განიცადეს.  

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ საბერძნეთის ზოგიერთ საინფორმაციო საიტზე გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე,  რომ საბერძნეთის წყალქვეშა ნავები ვერ იქნა დაფიქსირებული თურქეთის შეიარაღებული ძალების ელემენტების მიერ, სიმართლეს არ შეესაბამება. თურქეთის საზღვაო ძალების სარდლობიდან გავრცელებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში ყველა ელემენტს თავისუფლად აკონტროლებენ.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან ადრე, შავ ზღვაში 320 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის საბადოს აღმოჩენის შესახებ სასიხარულო ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ახლა კიდევ  დამატებით სავარაუდოდო 80 მილიარდ კუბურ მეტრ გაზის  მარაგს აღმოჩენის შესახებ ახალი სასიხარულო ინფორმაციის მოწოდებაზეა მთელი ყურადღება გადატანილი. პრეზიდენტი ამ სასიხარულო ინფორმაციას, საზოგადოებას ხვალ გააცნობს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები