თურქული პრესა 08.10.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1505036
თურქული პრესა 08.10.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ:  ხაზინის და ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა, სოციალურ ქსელში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეთაურობით ქუვეითსა და კატარში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ რეგიონალური სტაბილურობისტვის მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს.

გაზეთი „Vatan“-ი ფათიჰ დონმეზის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრვი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში თურქეთი ყველაზე სწორი ფორმით მართული ქვეყნებიდან ერთ-ერთი გახლავთ. მისივე თაით, ამის ნათელი მაგალითი პანდემიის პერიოდშიც კი ინვესტიიციების განხორციელების ზრდაა.

გაზეთი „YeniŞafak“-ი ბერძნულ მედიაში ქალაქ ვაროსიას (თურქულად მარაში), სანაპირო ზოლის გახსნასთან დაკავშირებით შეფასებებს უთმობს ადგილს, რომელშიც  ვკითხულობთ: ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის „ქალაქი-მოჩვენებად“ წოდებული, ვაროსიის სანაპირო ზოლის გახსნას ბერძნულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბერძნული მხარის ლიდერის, ნიკოს ანასტასიადისის განცხადებით მან ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული დიპლომატიური ჯაფა გასწია, მაგრამ ანკარის წინააღმდეგ წარმატებას ვერ მიაღწია.

გაზეთი „Star“-ის მიხედვით რუსეთმა განაცხადა, რომ ელექტრონულ სავიზო სისტემაზე გადავიდნენ. ასე, რომ 2021 წლიდან 52 ქვეყნის მოქალაქეებს მათ შორის თურქებს, რუსეთში ელექტრონული ვიზის საშუალებით შეეძლებათ შესვლა.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული უბნების სია გამოქვეყნდა. ბრიტანეთში დაფუძნებული სამოგზაურო ჟურნალის Time Out-ის მიერ გამოქვეყნებულ 40 პრესტიჟულ უბანს შორის თურქეთიდან, სტამბოლში არნაუთქოის უბანიი დასახელდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები