თურქული პრესა 23.09.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1495769
თურქული პრესა 23.09.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის შეხვედრაზე გაგზავნილ ვიდეო გზავნილში განაცხადა, რომ ისრაელი პალესტინის წინააღმდეგ ზეწოლის, ძალადობისა და დაშინების პოლიტიკას აწარმოებს. ”პალესტინის საკითხის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ 1967 წლის საზღვრების საფუძველზე, დამოუკიდებელი, სუვერენული და გეოგრაფიულად უწყვეტი პალესტინის სახელმწიფოს შექმნით, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება” - აღნიშნა ერდოღანმა.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ინფორმაციით, პრეზიდენტმა ერდოღანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ვაქცინები, რომლებიც მზად იქნება გამოყენებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში დამზადდება, კაცობრიობის საერთო სარგებელს უნდა წარმოადგენდეს. ერდოღანმა გააკეთა მოწოდება სამედიცინო მასალები, წამლების მომარაგების, ვაქცინების შემუშავების მცდელობები არ იყოს კონკურენციის საკითხი.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ მათი პრიორიტეტია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში დავების მოგვარება გულწრფელი დიალოგით, სამართლიანად და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე  -  წერს გაზეთი „ჰურიუეთი“. მან გაიმეორა თავისი მოწოდება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის დამყარების შესახებ და წამოაყენა რეგიონალური კონფერენციის ჩატარების წინადადება, რომელშიც ასევე კვიპროსელი თურქებიც მიიღებენ მონაწილეობას."

გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ პრეზიდენტ ერდოღანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ერდოღანმა საუბრის დროს აღნიშნა, რომ დაძაბულობის მიზეზი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის და კვიპროსელი თურქების რეგიონში ლეგიტიმური უფლებების უგულებელყოფაა და რომ საფრანგეთის მიერ საბერძნეთის და კვიპროსის ბერძნული მხარის დაძაბულობის ესკალაციის მაქსიმალისტური ბრალდებების და ნაბიჯების მხარდაჭერას ვერ იგებს.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, თურქეთმა, კუნძულ ლიმნის (ლემნოსი) 1923 წლის ლოზანის შეთანხმებით განსაზრვრული არასამხედრო სტატუსის დაარღვის გამო ეგეოსის ზღვაში ახალი Navtex-ი გამოაცხადა. გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ”დარღვეულია ლიმნის კუნძულის სტატუსი, რომელიც დადგენილია ხელშეკრულებით”. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ განცხადება ძალაში იქნება 24 სექტემბრის თურქეთის დროით 11:00 საათამდე. თურქეთმა ანალოგიური Navtex-ი რამდენიმე დღის წინ კუნძულის საქიზისთვისაც (ქიოსი) გამოაცხადა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები