თურქული პრესა 22.09.2020

თურული პრესის მოკლე მიმოხილვა

1495042
თურქული პრესა 22.09.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის შეხვედრზე  ვიდეოგზავნილი გააგზავნა, რა დროსაც აღნიშნა: „იმისათვის, რომ გაერო-ს სისტემა კვლავ გააქტიურდეს, პირველ რიგში უშიშროების საჭიროს რეფორმირებაა საჭირო. სტრუქტურა, რომელიც 7 მილიარდზე მეტი ადამიანის ბედს წვეტს, მხოლოდ 5 მთავარი წევრის ინიციატივაზე არ უნდა იყოს დატოვებული. ეს არც სამართლიანი და არც მდგრადია“.  

გაზეთ „Yeni Şafak“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „კოვიდ-19-ის ვაქცინის თარიღი ცნობილი გახდა“ და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ გამართული მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ სატელევიზიო მიმარტვის დროს განაცხადა, რომ ამჟამად ქვეყანაში 8 ვაქცინის სამუშაოებიდან 2-ის ცდა ცხოველებზე წარმატებით დასრულდა. მისივე თქმით, კოვიდ-19-ის  ვაქცინის შეთავაზება ერისთვის მომავალი წლის პირველ თვეებში მოხდება.

გაზეთი „Vatan“-ის მიხედვით პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი, მსოფლიოში ეროვნული შემოსავლის მიხედვით ყველაზე მეტი საქველმოქმედო ღონისძიებების გამტარებელი პირველი ქვეყანაა. პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში განურჩევლად ერისა, რწმენისა და რასისა 146 ქვეყანას სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ ხაზინის და ფინანსთა მინისტრის ბერათ ალბაირაქის განცხადებით, თურქეთმა სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპით ევროპის მრავალი ქვეყანა უკან ჩამოიტოვა და ამჟამად მეორე ადგილზეა.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ თურქეთის მხრიდან ეროვნული შესაძლებლობებით დამზადებულმა ვიდეო-კონფერენციის აპლიკაციამ პირველი გამოცდა წარმატებით  ჩააბარა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები