თურქული პრესა 15.09.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1490822
თურქული პრესა 15.09.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა სოციალური სქელით გაკეთებულ გზავნილში განაცხადა: „აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარება შესაძლებელია. სამართლიანობზე დაფუძნებული, ინკლუზიური და რაციონალური მიდგომა კონსტრუქციულ წვლილს შეიტანს ამაში. მაგრამ თურქეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი არც სხვას მისცეს მისი უფლებებისა და კანონის დარვევის საშუალება.“

გაზეთ „ჰურიეთი“-ში მოყვანილია საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ ჩავუშოღლუს, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და საბერძნეთთან დაკავშირებული განცხადება, რომელშიც ნათქვამია:  "(საბერძნეთი) თუ წინაპირობებს დაჟინებით მოითხოვს, ჩვენც ასევე მოვითხოვთ წინაპირობებს. წინაპირობების შესრულების გარეშეც შეხვედრის შემდეგაც შეუძლიათ შესრულება. სანამ საბერძნეთი სევილას რუქაზე უარს არ იტყვის და თურქეთის კონტინენტურ შელფს პატივს არ სცემს, ეს დაძაბულობა არ დასრულდება.“

გერმანულ გაზეთ Die Welt-ში გამოქვეყნდა სტატია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის "კუბოკრული პიჯაკების" შესახებ - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. სტატიაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი ერდოღანი გავიდა დადგენილი ნორმებიდან როგორც სამოსის, ისე პოლიტიკის თვალსაზრისით და საკუთარი ხედვა წამოაყენა.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა განაცხადა, რომ ივლისის სამრეწველო წარმოება ყოველთვიურ ბაზაზე 8,4 პროცენტით და წლიურად კი 4,4 პროცენტით გაიზარდა  და დაამატა: "თვიურ ბაზაზე ყველა ქვეპუნქტი პოზიტიური იყო. წარმოებაში ჩვენ გავაგრძელეთ პოზიტიური განსხვავება გლობალურ ეკონომიკაში და დავიკავეთ ადგილი პირველ სამეულში. ჩვენ ველით მაღალი ზრდის დონეს მესამე კვარტალში. ”

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ ნევშეჰირის რაიონ გულშეჰირში 800 წლიანი მაღაროდან მოპოვებული 150 ათასი ტონა კლდის მარილზე მოთხოვნაა როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ. სუატ ბილგინმა, რომელიც მარილის მაღაროს ამუშავებს, განაცხადა: ”გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ნიდერლანდებიდან არის მოთხოვნა, მაგრამ ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ მას, რადგან ჩვენი შესაძლებლობები საკმარისი არ არის. ჩვენ ვგეგმავთ იგი გავხსნათ სამედიცინო ტურიზმისთვის.“


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები